დღეს 26 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰაუქსს" უმასპინძლა და 125:91 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 9 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ჰაუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 15 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო 2 თამაში ატლანტაში 28 და 30 ივნისს გაიმართება.
მილოუკიმ
ნუ ამახინჯებთ ქართულ ენას