დღეს, 7 ივლისს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა.
"ფინიქს სანსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 118:105 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
დევინ ბუკერმა 27 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
გამოსარჩევია დეანდრე ეიტონის თამაშიც, ახალგაზრდა ცენტრმა 22 ქულა, 19 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჯამში სამეულმა 81 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება "მილუოკის", კრის მიდლტონმა თავი 29 ქულით, 7 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ირმებს" ლიგის ორგზის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო დაუბრუნდა. ბერძენმა გუნდს 20 ქულა, 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ფინიქსი" ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 9 ივლისსაა ჩანიშნული.