
NBA-ს ლეგენდა მეჯიქ ჯონსონმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იანის ანტეტოკუნმპოსა და კევინ დურანტს ლებრონის მწვერვალიდან ჩამოხსნა შეუძლიათ...
"ლებრონ, ყურადღებით იყავი... კევინ დურანტი და იანისი ტახტიდან მალე ჩამოგაგდებენ." - დაწერა NBA-ს 5-გზის ჩემპიონმა, NBA-ს და NBA-ს სუპერფინალების 3-გზის MVP-მ.
36 წლის ლებრონ ჯეიმსს NBA 4-ჯერ აქვს მოგებული და ლიგის MVP-იც ამდენჯერვე გახდა. 26 წლის იანის ანტეტოკუნმპომ ცოტა ხნის წინ მოიგო NBA-ს პირველი ბეჭედი, ხოლო სეზონის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული უკვე ორჯერ აქვს მოგებული. 32 წლის კევინ დურანტს კი 2-2 ბეჭედი და
MVP-ის ტიტული აქვს...