ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" რიგებში NBA-ის 6-გზის ჩემპიონმა სკოტი პიპენმა ამ კვირაში გამოსულ საკუთარი ავტობიოგრაფიულ წიგნში Unguarded (დაუცველი) განაცხადა, რომ მაიკლ ჯორდანმა კალათბურთი "გააფუჭა", ხოლო ლებრონ ჯეიმსი ლიგის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

"არ შემეშინდება იმის თქმა, რომ მაიკლმა კალათბურთი გააფუჭა.

80-იან წლებში საბავშვო მოედნებზე ყველა ერთმანეთს აძლევდა ბურთს, ყველა პასს აკეთებდა და მიზანი გუნდის დახმარება იყო. 90-იანებში კი ეს კულტურა შეიცვალა. ბავშვებს უნდოდათ "მაიკლივით" ეთამაშათ. ჯორდანს კი პასების გაკეთება არ უყვარდა, არც მოხსნებზე იწუხებდა თავს და არც მეტოქის საუკეთესო მოთამაშის აყვანა სურდა.
მას ერთი სურვილი გააჩნდა - ყველაფერი მისთვის უნდა გაკეთებულიყო.

სწორედ ამიტომ, მე ლებრონ ჯეიმსს ლიგის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელად ვთვლი - ის პარკეტზე ყველაფერს აკეთებს, ის კალათბურთს ასახიერებს,"- წერს პიპენი.

მომზადებულია Fadeawayworld-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეფე ჯეიმსია
პაატა
06:20 15-11-2021
4
საინტერესოა უნდა ვნახო ასისტებში ლიგაში რომელ ადგილზეა არამგონია ჯორდანა პასის კულტურა არ ჰქონოდა უბრალოდ გამორიცხულია მისი შედეგების შემხედვარე მასეთები დიდხანს ერთ გუნდში ვერ ძლებენ
კახა
01:23 15-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული