კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 104:89 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ მორიგი მეგა შეხვედრა გამართა. "ოქროს ბიჭუნამ" თავი 40 ქულით (1/1 ერთქულიანი, 6/11 ორქულიანი, 9/16 სამქულიანი), 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. სტეფმა საწყის 15 ტურში 85 სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი რეკორდი, რომელიც 2018/19 წლების სეზონში დაამყარა, გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში საუკეთესო მსროლელმა 9 და მეტი სამქულიანი 38 შეხვერაში ჩააგდო, მეორე ადგილზე ჯეიმს ჰარდენი და დემიენ ლილარდი (9-9) დგანან, მესამე პოზიციას კლეი ტომპსონი
(7) იკავებს, შემდეგ კი ჯეი არ სმიტი (5) და კობი ბრაიანტი (4) მოდიან. წარმოუდგენელი ფაქტია, რომ კარიმ 2021 წელს უკვე 10 ასეთი შეხვედრის ჩატარება მოახერხა.

ეს ყველაფერი არ არის, სტეფმა 2021 წელს 408 სამქულიანი ჩააგდო, თანაც ისე, რომ პლეი-ოფში მონაწილეობა არ მიუღია, რა თქმა უნდა, ეს შედეგიც რეკორდია, მის კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად 20 შეხვედრა დარჩა (2022 წლამდე).

რაც შეეხებათ მასპინძლებს, დარიუს გარლანდმა გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "უორიორსი" 13 მოგებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო მატჩს კი ხვალ, 20 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კავალიერსი" 9 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 23 ნოემბერს, "ბრუკლინ ნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული