ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი უკვე 2 სეზონია ტრავმის გამო ვერ თამაშობს. შეგახსენებთ, კლეიმ ბოლოს 2019 წელს ითამაშა. მთელი ამ დროის განმავლობაში სპორტსმენს 78.8 მილიონი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული, დაზიანების შემდეგ კი თითქმის 6 მილიონით მეტი, 84.3 მილიონი დოლარი მიიღო.

ახალბედას კონტრაქტი (2011/12 - 2014/15): 9.9 მილიონი დოლარი.

მეორე კონტრაქტი (2015/16 - 2018/19): 68.9 მილიონი დოლარი.

საერთო ჯამში 78.8 მილიონი გამოიმუშავა.

ტრავმის შემდეგ: 2019/2020 - 32.7 მილიონი, 2020/21 - 35.3 მილიონი, 2021/22 - 16.2 მილიონი.

საერთო ჯამში, 2019 წლიდან
მოყოლებული, ტომპსონმა 84.3 მილიონი გამოიმუშავა.

რაც შეეხება დაბრუნების თარიღს, როგორც უცხოური მედია წერს, ტომპსონი მოედანს სულ მალე დაუბრუნდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული