ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მე-2 შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 126:106 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან სტეფ კარიმ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 34 ქულით (12/17), 3 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ჯორდან პულმა აქტივში 29 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
"ნაგეტსის" შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 26 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ოქროსშტატელებმა" ორივე საშინაო შეხვედრა მოიგეს და სერიაშიც 2:0 დაწინაურდნენ. ახლა 2 მატჩი დენვერში გაიმართება (22 და 24 აპრილს).