"2+1" - რა ფოტოს აქვეყნებს ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" მორიგი ჩემპიონობის შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი", რომლის საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციათა კონსულტანტი ქართველი ზაზა ფაჩულია გახლავთ, NBA-ის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

"უორიორსმა" ფინალურ დაპირისპირებაში საერთო ჯამში "ბოსტონთან" 4:2 იმარჯვა.

ამ წარმატების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო - "2+1".

Sportall.Ge

როგორც იცით, ფაჩულიამ ორჯერ NBA კალათბურთელის რანგში მოიგო, ახლა რა თანამდეობას იკავებს ის, უკვე მოგახსენეთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზაზე ჩემი ემოციების დაწვრილებით გადმოცემა რომ დავიწყო, აქ ვერ დავტევ, მკითხველს კი დავღლი. ამიტომ ვიტყვი ერთი ფრაზით: მისაბაძი ადამიანია, რომელიც ჩემს აღფრთოვანებას იწვევს! ვისაც დეტალები გაინტერესებთ, დამიკავშირდით, ოღონდ არ ვიცი როგორ! :–)
6
ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს სპორტის ისტორიაში, კარიერის დასრულების შემდეგაც მშვენიერ საქმეს აკეთებს მომავალი თაობებისთვის
მამუკა
16:25 18-06-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული