ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 116:113 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან სტეფ კარიმ თავი 47 ქულით (17/24), 8 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ენდრიუ უიგინსმა 25 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
"კინგსის" შემადგენლობიდან დეარონ ფოქსმა აქტივში 28 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
დომანტას საბონისმა გუნდს 19 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "უორიორსი" 4 გამარჯვებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. "საკრამენტო" 3 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ორივე გუნდი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება. ჯერ 10 ნოემბერს "კინგსი" დაუპირისპირდება, 12-ში კი - "გოლდენ სტეიტი".