ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 თებერვალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ოკლაჰომა" "ლეიკერსს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 133:130 იმარჯვა.

თუმცა ეს მატჩი ისტორიული სულ სხვა მიზეზის გამო გახლდათ. "ლეიკერსის" ლიდერმა და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 38 388-ე ქულა ჩააგდო და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა. ჯეიმსმა შეხვედრაში 36-ე ქულა კალათში მესამე პერიოდის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე მოათავსა.

ლებრონის 2-ქულიანს დარბაზში უმალვე ოვაციები მოჰყვა.


Sportall.Ge

შეგახსენებთ, იქამდე ეს რეკორდი თითქმის 40 წლის განმავლობაში ასევე "ლეიკერსის" ლეგენდას, კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ ლებრონს წარმატება
ვეტერანმა კალათბურთელმა პირადად მიულოცა.


Sportall.Ge

ლებრონ ჯეიმსმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა 2003 წელს "კლივლენდ კავალიერსში" დაიწყო. ამერიკელი 2010 წელს "მაიამი ჰიტს" შეუერთდა და ფლორიდელებთან ერთად 2 საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა, 2014 წელს კი "კლივლენდში" დაბრუნდა და მესამე ჩემპიონობა 2015 წელს მშობლიურ გუნდთან ერთად იზეიმა. ჯეიმსი 2018 წელს "ლეიკერსს" შეუერთდა. "ანგელოზებთან" ერთად "მეფემ" ჯერჯერობით უკანასკნელი, მეოთხე საჩემპიონო ბეჭედი 2020 წელს მოიპოვა.

altლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]

alt"იყავი ლეგენდარული" - კობის საყვარელმა მოსწავლემ ლებრონ ჯეიმსი პირველი რაუნდიდან გამოთიშა [VIDEO]

altლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]

altლებრონ ჯეიმსი პირობას ყოველთვის ასრულებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ .ჯაბარის დროს არ იყო..მაგრამ მაინც მოხსნიდა ლებრონი მის რეკორდს..ეს კიდე 2 სეზონს მაინც ითამაშებს მეტს თუ არა..
კიეზა
18:48 08-02-2023
1
ჯაბარის დროს 3 ქულიანები არ არსებობდა!
aburjga
14:55 08-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული