"დენვერის" მხრიდან საუკეთესო ჯამალ მარი გახდა, კანადელმა გამთამაშებელმა 37 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლა იოკიჩმა კი 23 ქულით, 17 მოხსნითა და 12 ასისტით სერიის მეორე შეხვედრაშიც სამმაგი დუბლი შეასრულა.
"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "ნაგეთსი" სერიაში 2:0 იმარჯვებს, სერია კი ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს. გუნდებს შორის მორიგი მატჩი 21 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]