გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ჩიკაგო ბულზმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დრამატულ ბრძოლაში 117:115 დაამარცხა.

სტუმრებით 12 წამით ადრე 5 ქულით იგებდნენ, თუმცა "ანგელოზების" მოთამაშეების უყურადღებობით "ხარებმა" კარგად ისარგებლეს და წინ გავიდნენ, ოსტინ რივზმა ეფექტური შესვლით "ლეიკერსი" დააწინაურა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, თუმცა ჯოშ გიდიმ 3-ქულიანი საკუთარი ნახევრიდან, თანაც ლებრონ ჯეიმსის ხელიდან ჩააგდო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ავსტრალიელმა უკანახაზელმა 40 წუთში 25 ქულა, 14 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ლეიკერსიდან" ოსტინ რივზმა 37 წუთში 30
ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ლუკა დონჩიჩმა 38 წუთში საკუთარ 24 ქულა, 19 მოხსნა და 8 ასისტი შესძინა.

"ჩიკაგო" მორიგ შეხვედრას 30 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს, "ლეიკერსი" 30 მარტს "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთლად ლებრონს წაუგია ეს თამაში... ნეტა დამჯდარიყო ბოლო 12 წამი. ბურთი მაინც როგორ ვერ შემოიტანა, წინა 3 ქულიანზეც რო არაფერი ვტქვათ?... ხდება ხოლმე...
Irakli Apkhaidze
13:43 28-03-2025
0
ზუსტად ვიცი რა სიმწრით წერდი ამ სტატიას ლეიკერო
ბისკვიტას მეუღლე
12:51 28-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული