ფაჩულიამ კარიერის ერთერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა: არავინ საუბრობს ერთ დეტალზე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ყოფილმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ინტერვიუ NBC Sport-ს მისცა და კავაი ლეონარდთან დაკავშირებულ ეპიზოდზე ისაუბრა.

"მსგავსი მომენტები ჩემამდეც უხვად იყო და ჩემ შემდეგაც, თითქმის ყველა სამქულინი სროლისას მეტოქეები ხელს გიშლიან და ცუდად დაცემის შანსი არსებობს. თუმცა, ყველა ჩემს ეპიზოდზე საუბრობდა.

იმ დაპირისპირებაში ფავორიტები ჩვენ ვიყავით. კავაი ბრწყინვალე მოთამაშეა, საოცარი დაცვა აქვს და დურანტი თითქმის გაანეიტრალა. მაგრამ აზრი არ ჰქონდა, იმ სერიას მაინც მოვიგებდით, თუნდაც პირველი შეხვედრა დაგვეთმო.

მაშინ ერთი მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო.
ინციდენტამდე 2 წუთით ადრე კავაიმ თანაგუნდელს დააბიჯა, ფეხი გადაუბრუნდა და თამაშის გასაგრძელებლად სამედიცინო შემოწმება გაიარა, ამაზე არავინ საუბრობს. მეც ბევრჯერ დამმართნია იგივე და სანამ ფეხი არ მომჯობინდება, სულ არის დაზიანების განმეორების შანსი. ხომ ნახეთ ჯიანისს რა დაემართა წელს? ფეხი გადაუბრუნდა, დაბრუნდა მომდევნო მატჩში და იგივე დაემართა.

ფანებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ, მათთან არასდროს ვიკამათებ. თუმცა, პროფესიონალებიც იგივეს ამბობდნენ, თითქოს კავაის ტრავმა სპეციალურად მივაყენე. მსგავსი რამ 16-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთხელ შემემთხვა, 1000-ზე მეტი თამაში ჩავატარე NBA-ში და ამისთვის რომ მოვმზადებულიყავი, რაღაც მსგავსს ხომ მაინც ჩავიდენდი?!

ლეონარდის ნომერი გავიგე, მივწერე, მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ ეს განზრახ არ გამიკეთებია და მალე გამოჯანმრთელებაც ვუსურვე. პასუხი არ დაუბრუნებია, არც ველოდი. მთავარი იყო მას გაეგო, რომ მომხდარის გამო ვწუხდი.

მთავარი ის გახლდათ, რომ თანაგუნდელები გვერდში დამიდგნენ, სტეფი, კევინი, დრეიმონი. მაშინვე გამამხნევეს და მხარი დამიჭირეს."

ალბათ გახსოვთ, NBA-ის 2016/17 წლების სეზონის "პლეი-ოფის" პირველ მატჩში "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" 20 ქულით მარცხდებოდა, როცა კავაი ლეონარდმა ზაზასთან თამაშისას ტრავმა მიიღო. ფაჩულიას გუნდმა თამაშიც შემოატრიალა და სერია 4:0 მოიგო. ზაზას კი ბინძური მოთამაშე თავად პოპოვიჩმაც კი უწოდა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზაზა არის კალათბურთელი, რომელმაც საქართველოსთვის და ნაკრებისთვის (ცალ-ცალკე და ერთად აღებული) ძალიან ბევრი გააკეთა, ყოველთვის, ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამდა ქართველობას და ამაყობდა ამით, ბევრისგან განსვავებით სულ ახერხებდა ჩამოსვლას და ნაკრებში თამაშს. ამიტომ პოპოვოჩი, ლეონარდი და ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა თქვას, ზაზა მაინც დარჩება ქართველების უსაყვარლეს და საამოყო მოთამაშედ და ადამიანად!
Irakli
14:22 24-10-2020
2
არასდროს დამავიწყდება ტრამვიანი ზაზა გამაყუჩებლებით თამაშობდა ყოველ მეორე თამაშს. ჩვენი სიამაყე ხარ კაპიტანო!!!
დიმო
17:21 24-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული