მაგარი მატჩი ევროლიგაზე - "ბარსამ" 20 ქულა დაქაჩა და დამატებით დროში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ევროლიგის მე-17 ტურში, "ბარსელონამ" ყაზანის "უნიქსს" უმასპინძლა და 111:109 დაამარცხა.

მასპინძლები რუსულ კლუბს მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 20 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა, აქედან მოყოლებული, მეტოქეს 43:23 გაექცნენ და შეხვედრა ფრედ, 94:94 დასრულდა. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ესპანელები უკეთ გამოიყურებოდნენ და 17:15 იმარჯვეს.

"ბარსას" შემადგენლობაში საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

კაილ კურიჩმა 23 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "უნიქსს", ლორენცო ბრაუნმა გუნდს 27 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 15 გამარჯვებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს, "ბასკონიას" წინააღმდეგ გამართავს.

რუსებს 10 მოგება და 7 წაგება აქვთ, რითაც მე-7 პოზიციას იკავებენ, მე-18 ტურში (იმავე 30 დეკემბერს) კი "ეფესს" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული