ბერძნული გრანდის დამარცხებამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).
„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19).
ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.
მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს.
ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი მე-5 ადგილისთვის ბოლო თამაშს Helsinki Basketball Academy-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.
GBF.GE