ზაზას აკადემიამ ახალგაზრდულ ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდის წარმატება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით ტურნირში. აკადმეიელებმა, რომელთა უმეტესობა საქართველოს ამ ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან, საბერძნეთის ქალაქ პატრასში მიმდინარე ევროლიგის ასაკობრივ გათამაშებაში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” დაამარცხეს. ეს გახლავთ ტურნირი სახელწოდებით Adidas Next Generation და თითქმის ყველა ევროპელი კალათბურთელი, რომელიც დღეს ბრწყინავს ჩვენს კონტინენტზე თუ ნბა-ში, თავის დროზე ამ ტურნირში უთამაშია.

ბერძნული გრანდის დამარცხებამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).

„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19).
„მაკაბისთან“ 10 ქულამდე ვერც ერთმა ჩვენიანმა ვერ მიაღწია, 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, 8 ქულა და 7 მოხსნა – ლუკა კუჭუხიძეს.

ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.

მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს.

ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი მე-5 ადგილისთვის ბოლო თამაშს Helsinki Basketball Academy-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოგება კარგია ,მაგრამ რის ხარჯზე საკიᲗხავი ეს არის ერᲗი ბავᲨვის გუნდია და Თუ ეს გუნდი საქარᲗველოᲨი ერᲗ ერᲗი Ძლიერია და ასე ᲗამაᲨობს,მაᲨინ საქარᲗველო ევროპის დონეს ვერც Შესწვდება მომზადებიᲗ,საᲨინელებაა Თუ ქარᲗულ კალაᲗბურᲗᲨი რამე არ Შეიცვალა ბავᲨვები ტყუილად დაგვყავს.რა გუნდებიც ᲗამაᲨობენ ბავᲨვები დაფრინავენ რასაც ქვია. Ძაან დაბალი დონეა და ბოლოს ფედერაციამ კიდო ინებოს და Ჩაატაროს ასაკობრივი ტურნირები ისე კი არა რომ ახლა დაიწყონ და ივნისᲨი მორᲩესა.სექტემბრიდან უნდა დაიწყოᲗ და ᲗვეᲨი ორ ორი ᲗამაᲨი მაინც უნდა იყოს.ყველა პირობაა Შექმნილი.206 სმ სიმაᲦლის ბავᲨვი მყავს და ზის სახლᲨი.ᲗამაᲨაი Თუ არ იქა ვარჯიᲨსს აზრი არა აქვს,ხომ ვნახეᲗ ამ ტურნერზე ევროპა რა დინეა და Ჩვენი.ახლა მაინც გაახილეᲗ Თვალები
მოქალაქე
27 მარტი 2022 10:33
1
ხელბურთზე,ან რაგბიზე მიიყვანე.რამდენიმე წლის წინ,სპეციალურად დადიოდნენ რაგბიში მაღალი ბიჭების მისაზიდად.მერე სპეციალური სასწავლო კურსი ჩაუტარეს და თუ არ ვცდები,ორი ბიჭი შეარჩიეს,ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ.ძალიან დეფიციტურია მაღალი კაცი,ქართულ რაგბიში.მგონი მაგიტომაც გვიჭირს,დერეფანში თამაში.კალათბურთი ხტომის უნარს და ჰაერში კოორდინაციას კარგად ავითარებს და რაგბის თამაშში,ეს ძალიან ადგებათ.მამუკა გორგოძეც კალათბურთს თამაშობდა და უკვე წამოზრდილი გადავიდა რაგბიზე.2-3 წელიწადში კი,უკვე საფრანგეთში წაიყვანეს.თუ შრომას არ დაიზარებს,არაფერი იქნება გვიან.რაგბიც და ხელბურთიც კონტაქტური თამაშია,ამიტომ იქ მოვარჯიშეს,ჯანიც მოემატება და თანაგუნდელის გვერდით დგომის ჩვევაც.ასე რომ თქვენი შვილი,სპორტში დიდ სიმაღლეს თუ ვერ მიაღწევს,ვაჟკაცად მაინც ჩამოყალიბდება და დღეს,არც ეგ არის ცუდი საქმე.არ იფიქროთ,რომ კალათბურთის საწინააღმედგო მაქვს რამე,არც მანდ იზრდებიან ნაკლები ბიჭები,მაგრამ ხელბურთში და რაგბიში თანაგუნდელის მხარში დგომას გაცილებით დიდი ფასი აქვს და ეს,სხვანაირ ადამიანებად აყალიბებს.თუ კალათბურთში დარჩენა არ უღირს,თავის დანებებას,სჯობია სხვაგან სცადოს ბედი.წარმატებებს გისურვებთ,თქვენც და თქვენ შვილსაც.ასეთი ფიზიკური მონაცემების ბიჭი,სპორტის მიღმა არ უნდა დარჩეს.
სოსო
27 მარტი 2022 13:48
0
მაგ ტურნირის აზრი მაᲦლებზეა გაᲗვლილი. მაᲦალებს უფრო აკვირდებიან და ამ ᲨემᲗხვევაᲨი უცხოელს უფრო წაიყვანენ ოლიმპიაკოსᲗან კარგი Შედეგი დადო.
მოა
27 მარტი 2022 10:11
0
ლუკა ალავიძე წაიყვანოს რომელიმე ევროლიგის გუნდმა
ბექა
26 მარტი 2022 23:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული