მარიუპოლში ექსკალათბურთელი აფეთქებას გადაურჩა - საავადმყოფოს ნაცვლად გაყინულ სარდაფში

AutoSharing Option
უკრაინის საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა პეტრო პოდტიკანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა ომით განადგურებული მარიუპოლიდან თავის დაღწევა.

"ცოცხალი ვარ, მაგრამ ცოტათი დაშავებული. ახლა კი მჯერა სასწაულების“, - ამბობს ყოფილი კალათბურთელი.

პეტრომ აღწერა 12 მარტს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა, სადაც ის ცხოვრობდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები, მას კი დაუზიანდა მკლავი და  ფეხი:

"მეზობელი დიმა დამეხმარა, რომელსაც სულ ორი დღე იყო, რაც  ვიცნობდი. მეორე მეზობელიც მოვიდა და მითხრა, სად შემეძლო მკურნალობა. სამი საავადმყოფო გავიარე და ყველაფერი დანგრეული იყო...  16 ნაკერი გამჭირდა და ღამე
სადარბაზოში, ინვალიდის ეტლში გავატარე. საოცრებაა, რომ სისხლისგან არ დავიცალე", - აღწერს ის იმ საშინელებას, რომელიც გაიარა.

მას სახვევები და ანტიბიოტიკები სჭირდებოდა:

"სამი კვირა ვიწექი სარდაფში, ბინა დაინგრა, იქ ტემპერატურა კი ნულს ქვემოთ იყო. მე არ მინდოდა წასვლა, რადგან ჩემი და და დედა იქ დარჩნენ, მაგრამ როცა მთელი
საკვები, წამალი და წყალი ამოიწურა, იძულებული გავხდი, იქაურობა დამეტოვებინა“, - თქვა პოდტიკანმა.

მომზადებულია Sport.Postimees-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული