კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გამოძიება ამჟამად კომერციულ მოსყიდვას ედავება, თუმცა, ადვოკატის თქმით, ბრალი პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.
აბესაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საქმეში
თავის მხრივ, დანაშაულის აღიარებას გეგმავს ასევე გარიგებულ მატჩებში ბრალდებული მსაჯი ზაზა მაჩალაძეც.
გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
წყარო: interpressnews.ge