უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ურუგვაიმ - "სელესტამ" ვენესუელაში იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა...
მშვიდობა ზეცაში
ეკვადორის დედაქალაქი კიტო ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და იქ თამაში ყველა გუნდს უჭირს. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ამ მატჩამდე, შესარჩევ ეტაპზე ეკვადორს შინ ჩატარებული ექვსივე მატჩი მოგებული ჰქონდა. ამის გამო სტუმართა მწვრთნელმა ალეხანდრო
ძირითადში მოხვდა "ველეს სარსფილდის" ნიჭიერი ფლანგელი ჯინო პერუცი და "მონტერეის" ცენტრალური მცველი ხოსე ბასანტა, რომელიც დაცვის ცენტრში გარაი-ფერნანდესის დუეტს ამოუდგა გვერდით, ფლანგებზე კი პერუცი და როხო ირჯებოდნენ. მოკლედ, კარის დაცვის დროს არგენტინა 5-3-2-ით თამაშობდა, შეტევის დროს კი ეს ტაქტიკა 3-5-2 ხდებოდა.
შეხვედრა "ალბისელესტეს" იერიშებით დაიწყო და მე-4 წუთზე ეკვადორელთა კარში პენალტიც დაინიშნა. ანხელ დი მარიას დარტყმული ალექსანდრე დომინგესმა მოიგერია, თუმცა ბურთი როდრიგო პალასიოს მიუვიდა, რომელსაც დარტყმა იმავე დომინგესმა არ აცადა და წესების დარღვევით შეაჩერა. არბიტრს ეკვადორელთა მეკარის გაძევებაც შეეძლო, მაგრამ პარაგვაელ ენრიკე კასერესს ჯიბიდან ყვითელი ბარათიც კი არ ამოუღია. 11-მეტრიანი კი სერხიო აგუერომ გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა.
მასპინძლებს საპასუხო გოლის გასატანად დიდი დრო არ დასჭირვებიათ - მე-17 წუთზე არგენტინელთა საჯარიმოსთან ჯარიმა დაინიშნა. ვალტერ აიოვის ჩაწოდებულს სეგუნდო კასტილიო გამოეხმაურა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის შემდეგ წინ გასვლა ორივე გუნდს შეეძლო. ფელიპე კაისედომ და ჯეფერსონ მონტერომ კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს, სტუმართაგან კი მიზანთან ახლოს აგუერო იყო.
მეორე ტაიმში მოედანზე ლეო მესი გამოჩნდა. "ლა პულგამ" თავიდანვე იაქტიურა და პალასიოსთან ერთად ორი კარგი მომენტიც შექმნა. შეხვედრის ბოლოს კი ადგილი ერთ ინციდენტს ჰქონდა - ხავიერ მასკერანო სტადიონის ერთ-ერთ მუშაკს, კერძოდ, საკაცის მძღოლს ეჩხუბა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა მეტოქის კაცნაკლულობით და უჰაერობისგან გამოწვეული დაღლით სარგებლობა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ, 1:1 და ეკვადორმა შინ პირველი ქულები დაკარგა.
სხვა მატჩები
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ურუგვაის ნაკრებმა - ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა კონკურენტ ვენესუელას სძლიეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. სტუმრები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და დანი ერნანდესის კარის აღება არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ "ვალიადოლიდის" კარის დარაჯი შესანიშნავად ირჯებოდა. ის უძლური მხოლოდ ერთხელ, 27-ე წუთზე აღმოჩნდა, როდესაც ედინსონ კავანის დარტყმული ვერ მოიგერია.
შეხვედრის ბოლოს მოედნიდან ტომას რინკონი გააძევეს, მაგრამ მიუხედავად "ჰამბურგის" ნახევარმცველის გამოკლებისა, ვენესუელამ საგოლე მომენტი მაინც შექმნა, თუმცა რობერტო როსალესის დარტყმა კარს ასცდა. საბოლოოდ, 0:1 და ურუგვაი მეხუთე ადგილზე გადავიდა. "სელესტას" წინ ოთხი ურთულესი მატჩი ელის - ურუგვაი დარჩენილ ტურებში სამივე ლიდერს (არგენტინა, კოლუმბია, ეკვადორი) და იმ პერუს ხვდება, რომელიც მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თანაც, თამაში ლიმაში უნდა გაიმართოს.
დარჩენილ ორ წყვილში ფავორიტებმა იმარჯვეს. კოლუმბიამ რადამელ ფალკაოს და ტეოფილო გუტიერესის გოლებით უკვე ნახსენებ პერუს მოუგო, ჩილემ კი ბოლივიას სძლია, თუმცა კი გაუჭირდა. ხორხე სამპაოლის შეგირდები ედუარდო ვარგასის და ალექსის სანჩესის გოლების წყალობით დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ 32-ე წუთზე, ნაკრებში დაბრუნებულმა მარსელო მორენომ სხვაობა შეამცირა და სიტუაცია დაძაბა.
ამ დაძაბულობამ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებამდე გასტანა - 93-ე წუთზე თავი არტურო ვიდალმა გამოიჩინა, ჩილეს ქომაგები დაამშვიდა, გუნდს კი ზედიზედ მესამე გამარჯვება გაუფორმა.
აქვე ერთი საინტერესო ინფორმაცია: მას შემდეგ, რაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპი ასეთი ფორმატით იმართება, მე-14 ტურის შემდეგ პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდი ყოველთვის გადიოდა მუნდიალზე.
კოლუმბია-პერუ 2:0
გოლები: 1:0 ფალკაო (13-პენ), 2:0 ტ. გუტიერესი (45)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, ლ. პერეა, იეპესი, არმერო - მ. ტორესი, ა. აგილარი (83. ა. მეხია), კ. სანჩესი, კვადრადო (77. გუარინი) - ფალკაო, ტ. გუტიერესი (81. მურიელი)
პერუ (4-4-2): რაულ ფერნანდესი - ხ. ერერა (32. ფარფანი), სამბრანო, ა. როდრიგესი, იოტუნი (ა. კარილიო) - ადვინკულა, რეტამოსო (64. ლობატონი), ბალიონი, ხ. ვარგასი - კ. პისარო, გერერო
გაძევება: სამბრანო (70. პერუ)
ეკვადორი-არგენტინა 1:1
გოლები: 0:1 აგუერო (4-პენ), 1:1 ს. კასტილიო (17)
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო (70. რ. იბარა), გაგა, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, ნობოა (69. სარიტამა), ს. კასტილიო, ჯ. მონტერო - ხ. როხასი (88. ანანგონო), ფ. კაისედო
არგენტინა (5-3-2): რომერო - პერუცი, გარაი, ბასანტა, ფ. ფერნანდესი, როხო - ბანეგა (76. ბილია), მასკერანო, დი მარია - აგუერო (61. მესი), პალასიო (90. ბრანია)
გაძევება: მასკერანო (86. არგენტინა)
ვენესუელა-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 კავანი (28)
ვენესუელა (4-4-2): დ. ერნანდესი - რ. როსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი, სიჩერო (58. ლ. სეიხასი) - ს. გონსალესი (74. რ. ბლანკო), ლუსენა, რინკონი, არანგო - ფ. ფელტშერი (56. არისტეგიეტა), ს. რონდონი
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო, მ. კასერესი - დ. პერესი (76. ეგურენი), გარგანო, გ. რამირესი (60. ა. გონსალესი) - ფორლანი, კ. როდრიგესი (85. ალვარო პერეირა), კავანი
გაძევება: რინკონი (84. ვენესუელა)
ჩილე-ბოლივია 3:1
გოლები: 1:0 ე. ვარგასი (16), 2:0 ა. სანჩესი (18), 2:1 მ. მორენო (32), 3:1 ვიდალი (90)
ჩილე (4-3-3): ბრავო - მედელი, მ. გონსალესი, ხ. როხასი, მენა (75. ბოსეჟური) - დ. პისარი, მ. დიასი, ვიდალი - ა. სანჩესი, ე. პარედესი (54. გ. ხარა), ე. ვარგასი
ბოლივია (3-6-1): გალარსა - სენტენო, რალდესი, ლ. ერერა - ბეხარანო, ჩავესი (46 ე. როხასი), ვეისაგა, მოხიკა, ჩუმასერო (46. რ. კარდოსო), ვ. არსე (70. კამპოსი) - მ. მორენო
თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 13 7 5 1 25-9 26
2. კოლუმბია 12 7 2 3 21-7 23
3. ეკვადორი 12 6 3 3 17-12 21
4. ჩილე 13 7 0 6 21-21 21
5. ურუგვაი 12 4 4 4 18-21 16
6. ვენესუელა 13 4 4 5 10-14 16
7. პერუ 12 4 2 6 12-17 14
8. ბოლივია 13 2 4 7 15-24 10
9. პარაგვაი 12 2 2 8 9-23 8
ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 7 - ფალკაო (კოლუმბია); 5 - ფ. კაისედო (ეკვადორი), ტ. გუტიერესი (კოლუმბია)
მომდევნო ტური
8 სექტემბერი:
პარაგვაი-ბოლივია, ჩილე-ვენესუელა, პერუ-ურუგვაი, კოლუმბია-ეკვადორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: ამ ფრეებს ლამის უკვე მივეჩვიეთ