დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ

AutoSharing Option
© დავით სინატაშვილი

ქუთაისის "აიამ" და ბოლნისის "ყოჩებმა" დიდი 10-ის მეორე მატჩი დაასრულეს ფრედ. ერთი კვირის წინ "ბათუმსა" და "ლელო-სარასენსთან" დაზავების შემდეგ, ამჯერად გუნდებმა ქულები ერთმანეთში გაიყვეს - 12:12.

ქუთაისში თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, რასაც მე-10 წუთზე ლელო მოჰყვა: გიორგი აბრამიძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა, გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ ინიციატივას "ყოჩები" დაეუფლა, საბა ხურცილავამ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

ტაიმის დასკვნით წუთებში "აიას" შერკინებამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. 5-მეტრიანი ზონიდან თორნიკე აქუბარდიამ მოკლე ფრთაზე შეუტია, ლელო გაიტანა და ანგარიში
12:6 გახადა.

მეორე ტაიმის უმეტესმა დრომ ბრძოლაში ჩაიარა. 63-ე და 68-ე წუთებზე ბოლნისელებმა ჯარიმები გამოიმუშავეს, რომლებიც 6 ქულად თემურ სოხაძემ გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა. სოხაძეს საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრეც მიეცა შანსი, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

"აიამ" რუსთავის "ხარებს" ვერ გაასწრო, მას 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. "ყოჩებმა" შვიდიდან მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, ჯამში 11 ქულა აქვს და მე-7 პოზიციამდე აღზევდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული