გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში მარნეულის ‘არმაზი’ 24:12 დაამარცხა და წელი სამი გამარჯვებით დაასრულა.
მატჩი ‘არმაზის’ შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში ‘ჯიქმა’ გახსნა - გიორგი კვესელაძემ საკუთარ 22-თან გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. მე-12 წუთზე სანდრო კალმახელიძემ კოტე მარჯანიშვილზე მაღალი ბოჭვა შეასრულა და სინბინით დაისაჯა, 4 წუთში კი მეტობა დიტო კალანდაძემ გამოიყენა, კვესელაძემ ხაზი გაჭრა და ბექა წიკლაურმა ის ფრთაზე მარტო დატოვა. ჯინჭველაშვილი კვლავ ზუსტი იყო - 14:0.
29-ე წუთზე ‘ჯიქმა’
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც დუბლი გიგაურმაც შეასრულა. ის თავის ნახევარზე მბოჭავს გაექცა, ლელომდე ვეღარავინ დაეწია და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა. მერე დამრტყმელებმა ჯარიმები გააფუჭეს, 65-ე წუთზე კი, მარჯანიშვილმა მცველს შემოურბინა, ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:12.
‘ჯიქი’ ახალ წელს 29 ქულით ხვდება და ექვსეულში დამკვიდრდა, ‘არმაზს’ კი 15 ქულა დარჩა და კონკურენტების თამაშების შედეგებს ელოდება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით