"სამი ურთულესი ტესტი გვქონდა. საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწია, დაახლოებით 36 საათი მგზავრობა გვიწევდა თითო თამაშის შემდეგ. ორი ისეთი მატჩი მოვიგეთ, რომლებიც უნდა მოგვეგო აუცილებლად კანადისა და ამერიკის წინააღმდეგ.
ძალიან ძლიერი არგენტინის ნაკრებთან მოგვიწია თამაში, სადაც მთელი ძალით ვეთამაშეთ, ასევე ისინიც მაქსიმუმზე გვეთამაშნენ.
მიმაჩნია, რომ სამივე მატჩი კარგად ვითამაშეთ. პირველ შეხვედრაში არ იყო კარგი სათამაშო კონდიციები, რაღაც მომენტში მინუსზე იყო ტემპერატურა. შესაძლოა, ეს ქომაგმა ვერ გაიგოს, მაგრამ
არგენტინასთან ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა, თან დავდეთ ლელო, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ყველა ამაზე საუბრობს.
- არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]
ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვჭირდება თამაში, ვისაც ჰყავს ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და ცენტრის მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ ხაზის გაჭრა. თუ დააკვირდებით იმ მატჩებს, რომელიც არგენტინამ ჩაატარა თუნდაც ინგლისთან, ნახავთ, რომ არგენტინელებმა მათ ბევრი პრობლემა შეუქმნეს.
დამიჯერეთ, კი დავუშვით რამდენიმე შეცდომა ბოჭვებშიც, მაგრამ უნდა ვიყოთ ამაყები იმ თამაშით, რაც არგენტინასთან ვანახეთ. პოზიტიური მხარე, რაც გამოვიტანეთ ამ მატჩიდან, არის ის, რომ იმ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ითამაშეს კარგად ძალიან მაგარ არგენტინასთან.
კარგი იქნებოდა, რომ ნოემბრის ტესტების დროს კანადისა და აშშ-ის ნაცვლად სხვა ნაკრებები გვყოლოდა მეტოქეებად, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მსოფლიო რაგბი გვაძლევს ამ მატჩებს.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გუნდები კარგი და ხარისხინი მეტოქეები არიან.
რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, ადრეც მითქვამს, რომ გორგოძეს დონის მორაგბის შეცვლა არის წარმოუდგენელი, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, უნდა მიეცეს სხვას შესაძლებლობა. ვნახოთ ოთია გიორგაძე ან სხვა მესამეხაზელები. ჩვენი საქმე არის, როგორც მწვრთნელების, ვიპოვოთ შემდეგი მამუკა, შემდეგი მსოფლიოს დონის მორაგბე, როგორც მამუკა.
შეხედეთ 20-წლამდელებს, ძალიან კარგი ბიჭები მოდიან. პირველ მატჩს ავჭალაში დავესწარით, შემდეგ მატჩებს ინტერნეტით ვუყურეთ. რამდენიმე ფანტასტიკური მორაგბეა, რომელიც შევსების სახით წამოვა.
გელა აფრასიძეს ყველა კარგად იცნობს, მთავარ ნაკრებშიც უთამაშია. ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო ამ ტურნირის და ასევე არის სხვა კიდევ რამდენიმე კარგი მორაგბე, რომელიც წინ წამოიწევა. მხოლოდ აფრასიძე არ არის, კიდევ არიან სხვებიც, ვინც გაბრწყინდებიან", - აღნიშნა ჰეიგმა.
- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ნაკრები სწორი გზით მიდის. განვითარების და წინსვლის ტემპი რა თქმა უნდა არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მოთამაშეების დღევანდელი რესურსით ტემპი ალბათ მისაღებია.
რესურსი ვახსენეთ და ახალი თაობა მართლა უკეთესი მოდის. ვფიქრობ მეტი შანსი უნდა მიეცეს, შარშანდელ და წლევანდელ 20 წლამდელებს, განსაკუთრებით პრობლემატურ პოზიციებზე. პრინციპში მწვრთნელი ამას აკეთებს და ვთვლი რომ გეგმაზომიერად.
უდუდესი პატივისცემით ჩვენი ასაკოვანი მოთამაშეების მიმართ (მათი დამსახურება იმაში რომ დღეს ქართული რაგბი ამ სიმაღლეზეა სადაც ვართ უდიდესია) მაგრამ დროა მამუკას და ზირაქას მაგალითს მიბაძოთ. ნუ მიიყვანთ საქმეს იქამდე რომ საკუთარმა გულშემატკივარმა დაგისტვინოთ, ისე წადით რიოგორც თქვენს დამსახურებას შეეფერება. 3500 კილომეტრი ვიმგზავრეთ მანქანით ამერიკის ტესტის სანახავად და მართლა კინაღამ დავუსტვინეთ საკუთარ კერპებს... ასაკი თავისას შვება და მაშინ როცა თანამედროვე რაგბს ასეთი სისწრაფეები აქვს 35-38 წელი ძალიან ბევრია და შემდეგ მსოფლიო თასამდე კიდევ ორი წელია.
წარმომიდგენია ამ ადამიანების მდგომარეობა, რამდენი ოფლი და შრომა აქვთ ჩადებული საკუთარი და ნაკრების წინსვლისთვის, რამდენი სიხარული, ტკივილი და ტრამვა გადაუტანიათ, მაგრამ ალბათ ის დროა ჩემო საამაყო ლომებო რომ რაგბიდან კი არ წახვიდეთ უბრალოდ ესტაფეტა გადააბაროთ მათ ვინც იტყვის რომ აი იმ სასახელო კაცებმა შეგვიქმნეს საფუძველი რომელზეც ჩვენ ვდგავართო...
უდიდესი მადლობა თქვენი სამსახურისთვის სამშობლოს და ნაკრებისთვის დაღვრილი სისხლ-ოფლისთვის, მაგრამ დროა უკვე რომ დიდების დარბაზში დიდების ზენიტში შეხვიდეთ როგორც იმ ორმა ბემბერაზმა კაცმა და მოარგბემ გააკეთეს!
ამათმა რო მაგალითი მისცეს ახალგაზრდობას ნეტა ეგ ყრამდენიმე ათეულმა ქართველმა ყველა სფეროში შეძლოს
გორგოძეზე გაქვს საუბარი, რას მიკიბ-მოკიბავ თქვი პირდაპირ. ან აფრასიძის უარი ნაკრებში თამაშზე სადღა წაიკითხე?
გაზვიადებაცაა და გაზვიადებაც, მაგრამ მუდამ ეს "საყვედურის" როლში ყოფნაც შეუფერებელია გულშემატკივრისთვის.
ამაყები იაპონელები იყვნენ სამხრეთ აფრიკას, რომ მოუგეს, ჩვენ ვიყავით ამაყები მსოფლიოზე ტონგას, რომ მოვუგეთ, მაგრამ, თუ წაგებულ მატჩში, სადაც 46 ქულა (ძალიან ბევრია) მივიღეთ, სიამაყის გრძნობა მოგვეძალა, ცუდად წავა მთლიანად რაგბის საქმე საქართველოში..