არის! საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წვიმიან ამინდში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.

ქართველ მორაგბეებს თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.

ყველას გილოცავთ ფრანგებთან მეოთხე ცდიდან მოპოვებულ ამ უდიდეს გამარჯვებას - ეგაც თქვენი საფრანგეთი.

აი,
ჩვენი გმირები:


სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა:
16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მკითხველის კომენტარები / 40 /
კიდე კაი 0-0 არ მორჩა არადა პატარები უფრო შედეგიან ქულების მხრივს რაგბს თამაშობენ როგორც უმეტესად ფეხბურთშიც ისე 6 ერი კია დიდიხანი ჩვენი საქმე ერთი დადასტირება მარა 100 ლარი როა მინიმალური პენსია ხო იქ იმ ქვეყანაში იაფი ბილეთებსაც კი რამდენი გაწვდება? მთავარი ხო მაინც ფულია აბა მაარტო ფორმაში ყოფნისთვის ხო არ თამაშობენ ნატოს პონტია რა ხართ ღირსები მარა ............................................
ნოდო
31 მარტი 2018 23:11
12
გენაცვალეთთ ბიჭებოო))
halagaji
31 მარტი 2018 22:17
1
რატომ არ უშვებთ პოსტებს?
სოსო
31 მარტი 2018 22:16
1
გენაცვალეთ ლომის გულში, ჩემო ქართველებო
ლომებო!
31 მარტი 2018 21:59
1
გილოცავთ შვილებო, მრავალჟამიერ.ახლა ჯერი 20 წლამდელებზეა. ისინიც გვასახელებენ
ერმალო
31 მარტი 2018 21:42
2
ბრავო
ზაზა
31 მარტი 2018 21:30
3
გილოცავთ გაიხარეთ ვამაყობ თქვენით. დიდი მადლობა დიდი სიხარულის მონიჭებისთვის!!! "კიდევაც დაიზრდებიან"
გიორგი
31 მარტი 2018 21:26
2
Gilocavt qartvelo lomebooo gaaxaret qartveli eri da tqveni ojaxebiii vashaaa
Bajo
31 მარტი 2018 21:03
1
ძაან სასიხარულოა და ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.მაგრამ რატომ არ წერთ რომ ბ ნაკრებს ვეთამაშეთ? ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და უფრო დიდი გუნდების დამარცხებას!
გიორგი
31 მარტი 2018 20:51
12
საიდან დაასკვენი რო ბ ნაკრები იყო?წყარო მიუთითე საიდან მოიპოვე ეგ ინფორმაცია თუ არადა საერთოდ გაჩუმდი..რაც არ აცი იმას ნუ ლაპარაკობ.საფრანგეთი დიახაც რომ უძლიერესი შემადგენლობით იყო და ჩვენმა ლომებმა ღირსეულად დაამარცხეს!
ვახო
01 აპრილი 2018 11:00
3
მემგონი ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდოდა. თქვენ თუ ფიქრობთ ჩემზე მეტად გაგიხარდათ ეს გამარჯვება კოტე ბატონო ვფიქრობ ცდებით. ნამდვილად სასიხარულოა რომ პროგრესი გვაქ და უკვე საფრანგეთის ეს ნაკრები დავამარცხეთ. აი ჟურნალისტი კი იმისთვისაა რომ სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს და გვიამბოს თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე! ზუსტად იმავე დღეს ჩვენ რომ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ საფრანგეთის A ნაკრებმა 6 ერზე უელსი დაამარაცხა 22-14. ჩემთვის არანაირად არ კნინდება ეს გამარჯვება ამის გათვალისწინებითაც. თქვენ თუ სხვაგვარად ფიქრობთ ეგ თქვენი საქმეა და ულვაშს რაც შეეხება ჯობია ყველამ თავისას მიხედოს.
გიორგი
01 აპრილი 2018 09:40
5
ყველა გამოხმაურება
ძაან მაგრად იომეს, სერიოზული დაცვა ითამაშეს, ფეხით თამაშიც თუ გამოასწორეს წინ ვერავინ დაუდგება. გილოცავთ მაგარი ვაჟკაცები არიან.
mamuka
31 მარტი 2018 20:30
1

სიახლეები პოპულარული