არის! საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წვიმიან ამინდში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.

ქართველ მორაგბეებს თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.

ყველას გილოცავთ ფრანგებთან მეოთხე ცდიდან მოპოვებულ ამ უდიდეს გამარჯვებას - ეგაც თქვენი საფრანგეთი.

აი,
ჩვენი გმირები:


სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა:
16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მკითხველის კომენტარები / 40 /
ვაშა,ჩვენ ჩემპიონები ვართ.ნავსი გატეხილია!თამაში იმდენი არაფერი,მაგრამ თავდადება მართლაც საარაკო ჰქონდათ ბიჭებს,და ცაკი გატეზეს კიდეც ფრანგები.საფრანგეთის მეორე ნაკრებთან 14-0 გამარჯვების შემდეგ,მოსამზადებელ პერიოდში,უკვე იმედიანად ვიყავი,რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევდით ფრანგთა პირველ ნაკრებს,მაგრამ გამარჯვების რწმენა ნამდვილად არ მქონდა,თუმცა ამის რწმენა იმ გამარჯვებამ,ეტყობა თვითონ ბიჭებს შესძინა და ამინდიც საჩვენო შეგვხვდა.ახლა მთავარია ესენიც არ გაიბუტონ და არ დატოვონ ეს ჩემმპიონატი.ვულოცავ ყველა ქართველ რაგბისტსა და მათ გულშემატკივარს.
სოსო
31 მარტი 2018 20:05
2
ისინი 20 წლამდელები იყვნენ და არა 18იანები, მაგრამ იმედია ივნისშში მოხდება ეგ ამბავი, 20 წლამდელების მსოფლიო თასზე
კოტე
31 მარტი 2018 23:12
1
გილოცაცთ ლომის ბოკვრებო! სულ წარმატებებით გევლოთ! თქვენ დღეს ქართველ ხალხს დიდი სიხარული მიანიჭეთ.გმადლობთ ამისთვის! მთელ საქართველოს გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას! რაგბი ჩვენი თამაშია!
mamulo
31 მარტი 2018 19:43
1
ბრავო
ზაზა
31 მარტი 2018 21:30
3
ძაან სასიხარულოა და ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.მაგრამ რატომ არ წერთ რომ ბ ნაკრებს ვეთამაშეთ? ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და უფრო დიდი გუნდების დამარცხებას!
გიორგი
31 მარტი 2018 20:51
12
მემგონი ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდოდა. თქვენ თუ ფიქრობთ ჩემზე მეტად გაგიხარდათ ეს გამარჯვება კოტე ბატონო ვფიქრობ ცდებით. ნამდვილად სასიხარულოა რომ პროგრესი გვაქ და უკვე საფრანგეთის ეს ნაკრები დავამარცხეთ. აი ჟურნალისტი კი იმისთვისაა რომ სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს და გვიამბოს თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე! ზუსტად იმავე დღეს ჩვენ რომ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ საფრანგეთის A ნაკრებმა 6 ერზე უელსი დაამარაცხა 22-14. ჩემთვის არანაირად არ კნინდება ეს გამარჯვება ამის გათვალისწინებითაც. თქვენ თუ სხვაგვარად ფიქრობთ ეგ თქვენი საქმეა და ულვაშს რაც შეეხება ჯობია ყველამ თავისას მიხედოს.
გიორგი
01 აპრილი 2018 09:40
5
შეგირცხვა ულვაში გიორგი ბატონო...
მეტს აღარ მოგწერ მაინც ვერ მიხვდები...
კოტე
01 აპრილი 2018 02:27
2
ყველა გამოხმაურება
ძაან მაგრად იომეს, სერიოზული დაცვა ითამაშეს, ფეხით თამაშიც თუ გამოასწორეს წინ ვერავინ დაუდგება. გილოცავთ მაგარი ვაჟკაცები არიან.
mamuka
31 მარტი 2018 20:30
1
გილოცავთ ყველას, და განსაკუთრებით ამ ბიჭებს. ჯიგრები ხართ!!!
niko
31 მარტი 2018 20:18
1
რაგბი ჩვენი თამაშია, მაგრები ხართ ბიჭებო.
ირაკლიუსი
31 მარტი 2018 20:16
1
მთელ საქართველოს გილოცავთ.
ეს ერთი და სხვა მრავალი
მერო
31 მარტი 2018 20:11
1
გენაცვალეთ ბიჭებო, წარმატებები სამშობლოს სასახელოდ...
გია 11
31 მარტი 2018 20:03
1
ეს ერთი და სხვა ათასი!!!
ზაალ
31 მარტი 2018 19:55
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული