Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
მადლობა იტალიურ მედიას ქართველების მოტივირებისთვის.ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ და მერე გამოჩნდება მოედანზე ვინაა უფრო მაგარი.წარმატებები ბიჭებს.მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი გულით,სულით და ორგანიზმით თქვენთან ვარ.ბრძოლაში ბედნიერებას გისურვებთ.
1
05 ნოემბერი 2018 17:38
2
ახხხხხხხხხხხხხხხხხ ბიჯოოოოოოოოოოოოოოოო :))
გავსკდი გულზე და ბიჭებო მიდით რაა, არ გაგვხადოთ ამათი დასაცინი .
Miriani
05 ნოემბერი 2018 17:59
1
მივდივარ ამ თამაშზე იტალიაში და იქ უნდა ვუსმინო ამათ ტირილს სტადიონზე
123
05 ნოემბერი 2018 17:54
2
ეს თამაში გორგოძემაც უნდა ითამაშოს! ნათქვამი აქვს ნაკრებს თუ დავჭირდი დავბრუნდებიო და ახლა ჭირდება სწორედ ნაკრებს!!!
ზურა
05 ნოემბერი 2018 19:55
3
რა მოხდება რომ დაბრუნდეს 2 თამაშით?! დაგვეხმაროს იტალიასთან და მერე, შემდეგ თამაშში ღირსეულად გავაცილოთ თბილისში. თუ ფორმაშია ასეც უნდა მოიქცეს. ვინმემ იცის მიზეზი რატომ არ უნდა მოხდეს ასე?
მოდერატორო არ დაბლოკო ამჯერად!
bs
05 ნოემბერი 2018 21:41
3
ტრავმა აქვს ვერ ითამაშებს სამწუხაროდ
ვახო
05 ნოემბერი 2018 21:11
3
დამთავრებულია ამათი საქმე იმდენ ბაქიბუქს მოყვებიან რომ წააგებენ ხმა აღარ ექნებათ ამოსაღები. იტალია დაგვიდექი თუ თავი გაქვს ტრაქტორიუსები მოდიან თქვენს გადასახნავად
ვახო
05 ნოემბერი 2018 18:09
1
ერთი თხოვნა მაქ ბიჭებთან რაც შეიძლება ჟეჟეთ ეს ყეყეჩები მოვიგებთ თუ წავაგებთ ამ თამაშით 6 ერს არ გაგვიფორმებენ მაგ საქმეს მინიმუმ5 წელი დაჭირდება მაქ კომერციაა შუაში და მონაწილე ქვეყნის საერთო დონე ამიტომ დაბეგვეთ .
dato
05 ნოემბერი 2018 22:43
4
დათო,მგონი ყველაზე მოკლედ და სრულად შენ გამოხატე სიტუაციის არსი.ისე უნდა დავჟეჟოთ,რომ ქუჩაში შეხვედრისას,გზის მეორე მხარეზე გადადიოდნენ.ჩვენი ბიჭები მაგ საქმეში, ოსტატია,მაგრამ სამწუხაროდ ვიტოს და მამუკას მოყრილი მარილი დააკლდება დაბეგვილ ხორცს.არადა როგორ მოუხდებოდათ.
სოსო
06 ნოემბერი 2018 14:52
0
ჩვენს ბიჭებს ვეტყოდი, რომ არაფერი არ აქვთ საკუთარ თავზე მეტი ასახტომი, დამიჯერეთ ისედაც მათზე ძლიერები ხართ და ირწმუნეთ ეს! ( ვიცი, რომ ისედაც კარგად აცნობიერებთ ამას!)
გიორგი
06 ნოემბერი 2018 01:29
0
მოდით ბიჭებო ხმა იქით ჩავუგდოთ 5-6 წლის ნაცვლად სამუდამოდ.
daviti
05 ნოემბერი 2018 17:47
2
ამ თამაშისთვის ისე უნდა მომზადებულიყო ჩვენი გუნდი, როგორც ტონგასთან მსოფლიო ჩემპიონატზე. ისევ ვიმეორებ, ჩვენზე ძლიერი გუნდია და ადვილი არაა მისი დამარცხება ისიც გასვლაზე. იმედი მაქვს ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება
)))))
05 ნოემბერი 2018 18:34
0
საცემები არიან ესენი
არსენა
05 ნოემბერი 2018 20:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული