
ირლანდიელებთან წაგებულ და "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე იტალიის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მიკელე კამპანიარომ ისაუბრა.
"ირლანდიასთან მეორე ტაიმის დასაწყისი ჩავაგდეთ. ზედმეტად ვფრთხილობდით. შეცდომები დავუშვით და ეს ძვირად დაგვიჯდა. უნდა შევეცადოთ ამ შეცდომების გამოსწორებას.
როგორც გუნდი, ადრინდელზე უარესი არა ვართ, მაგრამ წინსვლაა საჭირო. პირადად მე შეცდომები დავუშვი და ბოდიშს ვიხდი. თამაშის გამოსწორება მმართებს. მომავალ შეხვედრაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ძლიერი მხარეები და მათ გამოყენებას შევეცადოთ".
საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.
ეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს
იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა
Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ
