საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.
ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.
26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.
65-ე წუთზე არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.
ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.
ვჭირდება, ეს გაცილებით ადრე იქნება
ზოგადად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, ქართულ სპორტში.
გამარჯვებები
რაგბი არ იცი და რატომ გვიმტკიცებს სისულელეს ?!
იტალიასთან ფაქტიურად ბ ნაკრებით ვითამაშეთ - ა რ გვყავდა მინიმუმ 7 ძირითადი მოთამაშე ; ნემსაძე, მიქაუტაძე,ზაქარეიშვილი, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი ( ვინც იცის რაგბი , ესმის- მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ნაადრევია, მეტიც, დღესაც ჯარიმებში - მათიაშვილზე სტაბილურია და დაცვაში მასზე უფრო სანდო ! ) - ეს ხალხი დ ი დ ი ძალაა ,საკვირველი მხოლოდ ის იყო , მასზე რ ა ტ ო მ არ ისაუბრა იტალიაში ჩვენმა მწვრთნელებმა (?!) თან 1- ლი თამაში იყო , ანუ შეთამაშების პრობლემა და ... მერწმუნე ეს ბიჭები რომ დადგებიან - მინიმუმ 15 ქულით მოვიგებთ, თუნდაც იტალიაში !
22- წლიანებს მეტი ფიზიკური დატვირთვა და მსოფლიოზე შერეული საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვეყოლება!
მ.ჰეიგს უნდა ვაცალოთ ყველა შემთხვევაში!
P.Ś. პატივცემულო, რედაქციავ - ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა რეკლამამ, სამჯერ წამართვა სქროლი და მომიწია სამჯერ დამეწერა ერთი და იგივე ტექსტი. იქნებ გაასწოროთ ეს ხარვეზი. დიდი მადლობა.