რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9
წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.


მკითხველის კომენტარები / 48 /
პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მაშინვე ეტყობოდა რომ ოდნავ თუ გამოვასწორებდით თამაშს გადავუვლიდით. ტაიმის ბოლოს რომ დავდეთ ლელო უკვე დავმშვიდდი. მეორე ტაიმში ყოჩაღ ბიჭებო. რაგბი ევროპა არ ვითარდება და ეს ცუდია სხვებისთვისაც და ჩვენთვისაც. სისტემატურად უნდა ვხვდებოდეთ სამოას, ფიჯის, იაპონიას, იგივე იტალიას და ძალიან დიდი პროგრესი გვექნება მალე. მსოფლიომდე შოტლანდიასთან თამაშები იმედია გვეყოფა მოსამზადებლად.
:)
17 მარტი 2019 19:16
0
რუსებმა აჩვენეს რომ სიტყვებს ქარს არ ატანენ და ზელანდიაის უკვე დაეწიენ და გაუსწრეს.
გიორგი
17 მარტი 2019 18:51
0
ვულოცავ საქართველოს მორიგ თასს და დიდი სლემით გამარჯვებას!!!! თამაშს რაც შეეხება რა ვიცი აბა...გვჭირდება მინიმუმ 6 ერის თამაშების ყურება მაინც... და რაღაცის ამ თამაშებიდან გააზრება, გადმოღება და შეთვისება!!!ჩვენი მწვრთნელები კი ფაქტია ამ თამაშებს არ უყურებენ გაანალიზებაზე ხო ლაპარაკიც არ არის!!! რას გავს 9 ნომრის თამაში??? რასაც გავს ჰეიგის გარდა ყველა ხედავს...10 ნომერს ასეთ თამაშში ხშირად უნდა მიუვიდეს ბურთი და არამარტო მაღალი არამედ დაბალი შეცურებებით უნდა გაუშროს სისხლი მოწინააღმდეგეს უკანა ხაზს...მეორე ტაიმში გვქონდა ამის ძალიან "საცოდავი" მცდელობები....შერკინება ბრწყინვალე იყო...მოწინააღმდეგის შერკინების დროს ჩვენი 9 ნომერი( ლობჟანიძე) ბურთის გამოტანაში ხელის შეშლის მაგივრად უკან უკან რატო გარბის ხო საოცრებაა..მოკლედ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს მაგრამ ბურთის ნელი გამოტანების და განაწილების გამო ყველა თამაშს ვთამაშობთ ერთნაირად და ვიგებთ ჯანის ხარჯზე.. რა და სისწრაფეებს ვიკლებთ ძალით....9 ნომრის პრობლემა მოგვარდეს გუნდში და მსოფლიოზე ჯგუფიდან გსვდივართ!!!
სპორტ ფაზა
17 მარტი 2019 18:43
10
სწორი შენიშვნებია მხოლოდ გეთანხმები. ზუსტად ეგრეა ბურთის გამოტანისას შეტკინებიდან ჩვენი 9 ნომ ზედ რომ უნდა ეჯდეს მოწინააღმდეგის 9 ნომს, პირიქით წრეს ურტყავს. ამ თედოს პოტენციალი აქვს მაგრამ თამაშის დალაგება უჭირს ამიტომ გვიწევს ორი 10 ნომ თამაშით ხან მალაღურაძე ხანაც ხმალაძე კარნახობენ თამაშს. რაც შეეხება ტრენერს უკვე 7 წელზე მეტია რაც სათავეში დგას მაგრამ რაიმე ნიუ-ჰაუ ვერ იგრძნობა საერთოდ, არც ხელით თამაში. ფაქტია ცოტა გაგვიჯიუტდნენ რუსები და უკვე ხელით წამოღება გაჭირდა, ისევ შადრეს ჩილაჩავას და მორკინლების იმედად ვაართ რომლებიც თავიანთ ზე ბუნებრივ ძალას ევროპულ გამოცდილებას უმატებენ რის ხარჯზეც მელიტონას წარმატების ფორმულა ბევრმა ვერ ამოხსნა და ჯერ კიდო ტაშს უკრავენ. მაგალითისთვის გუშინდელი ინგლისი-შოტლანდია აიღეთ და უყურეთ. როგორ უნდა ითამაშოს 9 ნომერმა ლეიდლომ 10 ფინ რასელმა თითქმის კინაღამ მოუგო ვითომ 100000% პროცენტიან ფავორიტს. მოკლედ ანალიზია კეთება არ არის საკმარისი ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ ხოლმე;) წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ასევე რაგბის ყველა გულშემატკივარს
Docki13
17 მარტი 2019 23:12
0
ჰეიგი რომ არა - ასე მძლავრი გუნდი არ შეიქმნებოდა, ანუ მოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა, მაგრამ სამწუხაროდ არა მძლავრები ( ვინც რაგბი ესმის - იცის რასაც ვამბობ) - ჰეიგი სანდო და საიმედო მწვრთნელია -9 -ზეც კარგი ბიჭები არიან - დღეს ვნახეთ აფრასიძემაც ვერ ითამაშება სიჩქარეზე ... და მე-2- ე - ბურთაობა ჯერ კიდევ გვიჭირს და მუდმივი სწრაფი თამაში საჭიროც ა რ არის (!) - კომბინაციებია დასამუშავებელი და ამას დაამუშავებენ მწვრთნელები მსოფლიომდე (!)
გლახუნა
17 მარტი 2019 20:44
4
ვასიების განადგურება.
GRUZIA.
17 მარტი 2019 18:34
3
ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს, თუმცა პირველი ტაიმი სრულად ჩავაგდეთ!! 20 - ზე მეტი წინ თამაში, ყველა დაკიდებული ბურთის წაგება და შეტევაში წასვლა სულ 2-3, ასე ესპანეთანაც ძალიან გაგვიჭირდებოდა((
თაზო
17 მარტი 2019 18:34
0
ჩვენს მორაგბეებს ვულოცავ!!!...
ვულოცავ ყველა ქართველ გულშემატკივარს რუსეთის მიჯირყვნას!!!....
არტაგი
17 მარტი 2019 18:31
3
ეს 21 გარჯვება და კიდე სხვა მრავალი. ამ რუსეთს უნდა ზელანდიას გაუთანაბრდეს:) მე ჩაუჯექი ცოტა დაძაბული თამაში იქნებათქო და.. რამდენიც მოუმატეს ჩვენმა ბიჭებმა იმდენი ლელო დაუდეს. მოკლედ ძან სუსტია რუსეთი და ყველა სხვა დანარჩენი. უფრო ძლიერ გუნდებთან გვჭირდება თამაში.
გოგა
17 მარტი 2019 18:25
0
აღარ იციან ხუილოებმა სად გამართონ თამაშI ხან წვიმა ხან თოვლი ყველგან გ...თქვნი ოკუპანტი გამოიღეთ ჩვენ დონემდე 1000 წელი ვერ მოხვალთ
huseina
17 მარტი 2019 18:25
3
რუსებს არც ვაჯკაცობა ახასიათებთ და ვერც აზროვნებით გამოირჩევიან რაც აუცილებელია რაგბში წარმატების მისაღწევად.
გიოშა
17 მარტი 2019 18:23
3
დედა რა სასიხარულოა, აღტაცებულია მთელი ერი პირდაპირ
გირო
17 მარტი 2019 18:20
50
გირო შე შნირო.
გია
17 მარტი 2019 21:33
0
გირო! შე რუსების ოკუპანტო! ვაი შენს პატრონს. ყველა ხარობს, შენის გამოკლებით.
ქართველი1
17 მარტი 2019 21:17
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული