"ბორჯღალოსნების" იაპონელი თარჯიმანი: თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე გაუწევს თარჯიმნობას, რომელმაც სოციალურ ქსელში ქართულად ეს სასიამოვნო წერილი გამოაქვეყნა და სურათიც თან დაურთო:

"მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ, დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ "ბორჯღალოსნებმა" თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს.

ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო
გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად.

ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეტავ ფიჯის ფიჯოლოგი თუ დაუნიშნეს?
ლევანი
10 სექტემბერი 2019 08:23
0
ეს თარჯიმანი მამით ქართველია. მამამისი გვარად შაიშმელაშვილია, ირაკლი. სოტომე კი დედამისის გვარია.
გო ია
10 სექტემბერი 2019 09:36
2

სიახლეები პოპულარული