მილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასი 2019-ის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში თამაში ვერ ავაწყვეთ. განსაკუთრებით, დაცვაში გაგვიჭირდა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის ნაკრებმა, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

ვიხილეთ ტიპური ქართული, მებრძოლი სული, ოღონდ... მეორე ტაიმში. დაცვაშიც დავლაგდით და უელსს არ მივეცით ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალება. შეტევაში კი თამამად ვმოქმედებდით.

მომდევნო მატჩისთვის გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, უპირველესად კი, დაცვის სიმწყობრე", - თქვა ჰეიგმა.

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 27 /
განსაკუთრებით სუსტი იყო 12,13,14,15 ნომრებზე მოთამაშეები.ისე ცნობისათვის 80 წუთს ერთ ტემპში ზელანდიაც ვერ თამაშობს და მგონი ისინი უელსზე მაღლა დგანან.
Maximus
23 სექტემბერი 2019 17:55
1
ხელით თამაში და სისწრაფე, ესაა ჩვენი პრობლემა. მელიტონას ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახალი ძალიან კარგი სისხლია საჭირო მწვრთნელების სახით. მადლობა მილტონ................
გიგი
23 სექტემბერი 2019 17:51
0
მათიაშვილზე კარგად მეკო ითამაშებდა,მისი ყველა აღებული ბურთი ფაქტიურად დაკარგულია
მთ
23 სექტემბერი 2019 17:45
0
მეკოს ტრავმა აქვს და იმიტომ არ არის
: )))))))
23 სექტემბერი 2019 22:41
0
ესეიგი, თავიდანვე რომ ამდენ ქულას გაგიკეთებენ, ძალიან რთულია რა ფსიქოლოგიურად, მე გავშრი ტელევიზორთან. მადლობა ყველას თავდადებისთვის, კიდევ სამი თამაშია წინ.
ნიკა
23 სექტემბერი 2019 17:44
1
აი ეგ უკვე მწვრთნელის ბრალია! უელსთან შეცვლაზე მხოლოდ 2 ხაზი მოთამაშე გვყავდა - აფრასიძე და ხმალაძე, რაც ცოტა არ იყოს გაუგებარია. ისედაც პრობლემები გვაქვს დაცვაში და 11, 12, 13, 14 და 15 ნომრების 80 წუთი თამაში, ისიც უელსის ნაკრებთან, რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. მოსამზადებელ თამაშებშიც იგივე პრობლემა გვქონდა და ჩემპიონატზე ამის მოგვარება გამორიცხული მგონია
:)))))
23 სექტემბერი 2019 17:30
5
მართლა დიდი მადლობა მილტონ ყველაფრისთვის რაც გააკეთე ჩვენთვის. მარტო ის რომ აქ ცხოვრობდი ოჯახთან ერთად რამდენს ნიშნავს, მაგრამ, დროა ვინმე სხვა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში. ამოწურა ამ კაცმა თავისი შესაძლებლობები.
თემო
23 სექტემბერი 2019 17:23
3
გეთანხმები, მარა ქეცბაიასი არ იყოს შიდა ჩემპიონატს ჭირდება გაძლიერება ჟურნალისტებს ვთხოვ, რეპორტაჟები გააკეთონ რა დაფინანსება აქვთ ქართულ კლუბებს და იმ მორაგბეებს ვინც საქართველოში თამაშობენ.
ნიკა
23 სექტემბერი 2019 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული