![](https://sportall.ge/pictures/image5/5b378453ce3583d9ec44524757e704dc.jpg)
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">
![6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა alt](/pictures/image50/6bf279ca6e1ad0514b7a81b76e8cbb78.jpg)
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
ჩვენს ქვეყანას სპორტის ყველა სახეობაში ვუსურვებ წარმატებას და მრავალჯერ გავეხარებინეთ ყველა. ზოგი ფეხბურთში ვერ ერკვევა, ზოგი რაგბში... ზოგიც საკუთარ თავში.
"რაგბისტი" არა - მორაგბე.
"ფუტბალისტი" არა - ფეხბურთელი.
"ჭ" ლიგა არა - ევროპის ერთა თასი (უმაღლესი არაკომერციული ჩემპიონატი კონტინენტზე).
წარმატებები ყველას.