რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
1. დროა არსებითი ნაბიჯები გადადგას ჩვენმა ფედერაციამ რათა ოკეანიის და იაპონიის გუნდებთან ერთად ჩაერთოს ყოველწლიურ ტურნირში.
ჯერ იქ უნდა გავხდეთ დომინანტები და მერე ვნახოთ 6 ერის გუნდები როგორ მოგვიგებენ 30 ქულით.
2. უნდა ვითხოვდეთ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას, თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ, რასაც სხვადასხვა მიზეზებით თავს არიდებენ მსოფლიო რაგბის მამები. ამისთანა გაგონილა! ,,6 ერი" კომერციული ტურნირიაო და მაშინ შე ... ჩაატარე ევროპის ღია ჩემპიონატი 8-10 გუნდის მონაწილეობით, რაგბია ერთადერთი სპორტი ევროპაში ჩემპიონატს რომ არ ატარებს.
წარმატების მიღწევა ამ გზებიც არი შესაძლებელი და როცა 6 ერის გარეთ მყოფ გუნდს ევროპაში 7-ე კი არა მე-2 და მე-3 გუნდობის რეალური, დადასტურებული პრეტენზია გვექნება მერე ვნახოთ როგორი სასაცილოები გახდებიან თავინთი ,,6 ერით".
ამ ყველაფერს დრო და მუშაობა უნდა, მარა სხვანაირად დავრჩებით ჩიხში, წისვლის გარეშე, ევროპის მე-7 გუნდად.