6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:

"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."

საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

alt"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

მკითხველის კომენტარები / 66 /
შოტლანდიის ირლანდიასთან 3 ქულას აღარ ჯობია ჩვენი უელსთან 14 ქულა? ხომ ტიერ1 გუნდი ეთამაშებოდა ტიერ1-ს? უელსთან 14 ქულა, მათ შორის ორი ლელო კარგი შედეგია წინასწარ წაგებული თამაშისთვის. ფიჯისთან და ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ჯობია დასკვნების გაკეთება. მერე ამოყვინთეთ და იყიყინეთ ზოგიერთმა:)))
ლაგუნა
17:20 24-09-2019
6
გამარჯჯობათ. გუნდური სპორტის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა. რაგბის შემთხვევაშიც ასეა. თუ არ შეხვდები ძლიერ გამოცდილ მოწინააღმდეგეს გუნდის განვითარება რთულია ან დაგვიანებული. მსოფლიო რაგბის მესვეურებს პრიორიტეტად რომ ჰქონდეთ რაგბის პოპულარიზაცია სხვაგვარად იქნებოდა. რაგბის და ფეხბურთის შედარებას, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვფიქრობ უადგილოა. არც მავანთა ბოღმა კომენტარია მისასალმებელი.
ჩვენს ქვეყანას სპორტის ყველა სახეობაში ვუსურვებ წარმატებას და მრავალჯერ გავეხარებინეთ ყველა. ზოგი ფეხბურთში ვერ ერკვევა, ზოგი რაგბში... ზოგიც საკუთარ თავში.
"რაგბისტი" არა - მორაგბე.
"ფუტბალისტი" არა - ფეხბურთელი.
"ჭ" ლიგა არა - ევროპის ერთა თასი (უმაღლესი არაკომერციული ჩემპიონატი კონტინენტზე).
წარმატებები ყველას.
გიგი
17:44 24-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული