"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან - მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ფოტო: ლევან ვერძეული/rugby.ge

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,
თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო

მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

ბესიკ ჯანგავაძე ოსაკიდან

მკითხველის კომენტარები / 47 /
მჭედლიძე უძლერესი დაუზოგავი ბიჭი სადაა??ჩილაჩავა ერთერთი საუკეთესო შერკინებაში და რაქიდან ბურთის ჩახურვაში,მალაღურაძის ბოჭვები შთამბეჭდავი,აბრასიძე დენთი,კაჭარავა უბრებელი ლომი შარიქაძე ნაკრები მუხტი და ენერგია,გორგაძე მომავალი დამანგრეველი ...რაც შეეხებალობჟანიძეს კაი ჭკვიანი 9 ნომერია უბრალოდ ადრეც ქონდა პერიოდები ოტა რთული ის აფრასიძისგან იმით განსხვავდება რო ბოჭვაზე მიდის და ეს გამოსდის ძლიერია რაც სამწუხაროდ გელას არ აქვს ჯერჯერობით
შიო
01 ოქტომბერი 2019 23:01
1
kargi 15 eulia, carmatebebi bichebo! kvela dziritadia motamashe xart kvela imsaxurebt! gbaleshikobt gulit rac ar unda moxdes tqven garjas arasdros davaknineb imitom rom veravin itkvis verasdros rom tqven bolomde ar ixarjebit! tqvenit eri amakobs! tqven shedzelit dzalian bevrjer saqartvelos saxelis gatana sazgvrebs garet! shesabamisad mjera am tamashis merec amakebi viqnebit tqvenit ! carmatebebi bichebo!
daviti
01 ოქტომბერი 2019 11:42
2
ძალიან გაკვირვებული ვარ ამ შემადგენლობით..გასაგებია რომ შეტევას არ ვფიქრობთ და თითქოს დახურულ ტამაშს ვგეგმავთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რადრადას თოდუა დაუყენო ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. არ ვიცი, იმედია მეშლება.
ლადო
01 ოქტომბერი 2019 15:42
4
როგორც გამოჩნდა, თოდუაზე უკეთესად არცერთი ფრთის მოთამაშე არ გამოიყურება.
????
01 ოქტომბერი 2019 20:46
0
ჟვანიას რატო არ ათამაშებთ?
GIO
01 ოქტომბერი 2019 11:12
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული