მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
აი რა მოგვიტანა მარიხუანას ლეგალიზებამ
me
09 ოქტომბერი 2019 13:08
2
ჰეიგმა იმდენი ქნა, რომ საფურთხებლად გაიკეთა საქმე. უნიათო მწვრთნელთან ერთად უნამუსოც ყოფილა. მაგრამ კავშირიც პასუხისმგებელია ამ სამარცხვინო მწვრთნელის და გუნდის არევის გამო
დ.ფრანკფურტი
06 ოქტომბერი 2019 20:45
3
როგორ შეიძლება ჩვენი და კაცნაკლული იტალიის წაგებების შედარება??? თანაც ჩვენთან ფიჯი იყო იმათთან კიდევ სამხრეთ აფრიკა...ჩვნეს რაგიბიში გულის დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე!თუ ამ პრობლემის მოვგარება ეხლავე არ დაიწყო ძალიან მალე ჩვენი რაგბი ქართული ფეხბურთის ძალიან სამწუხარო ბედს გაიზიარებს!!! სასწრაფოდ უნდა მოშორდეს კომფორმისტი და მავნებელი სვანიძე ფედერაციას!!!
პაატა
04 ოქტომბერი 2019 17:51
4
აგერ 6 ერის გუნდმა იტალიამ სამხრეთ აფრიკასთან 49:3 წააგო.. სულ ორჯერ გადავიდა მგონი ცენტრის იქით.. ნუ იქნებით ასეთი პესიმისტები.. წარმატებები ყველგან და ყოველთვის საქართველოს ნაკრებს!!!
zaali
04 ოქტომბერი 2019 16:54
9
თითქის ყველა ნაკრებს ათეულისას მომატებული აქვს,ჩვენ კი ამ წაგებამ 4-5 წლით უკან დაგვხია. მილტონის შეცვლაზე 4 წლის წინაც იყო საუბარი და 2 წლის წინათაც, მაგრამ ფედერაციამ ვერ გამოიღო ფხა, ეხლა ამას აღარ ეშველება, ამიტომ უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან: 1) როგორც ვიცი მწვრთნელს კაი ხანია ეძებენ, მაგრამ ყველა ტოპ-მწვრთნელი დაკავებულია, ამიტომ ისევ ჯობია მაისაშვილი დანიშნონ მთავარ მწვრთნელად, ძალიან ღირსეული კანდიდატი მგონია! 2) მამუკა ამთავრებს კარიერას და უნდა თხოვოს ვინმემ მოვიდეს ფედერაციის პრეზიდენტად,... ან ილია ზედგინიძე..
zviads
04 ოქტომბერი 2019 16:34
7
მილტონ - უდიდეს პატივისცემას იმსახურებ, ახალ საფეხურზე აიყვანე ქართული რაგბი, მაგრამ ამ მსოფლიოზე აშკარაა შეცდომები მოგდით. ფიჯის თამაშმა ხომ დაგვანახა -ფიჯის 7 ლელოდან 3 მათიაშვილის უხეში შეცდომით გავიდა, 2 კვესელაძის, 1 - თოდუას, მათიაშვილს ამ თამაშებზე კი არა- საერთოდ ა რ წავიყვანდი მსოფლიოზე, ყველაზე ს უ ს ტ ი 15 ნომერია და ძირითადად მისი შეცდომებით გადის ლელოები. მე-2-ე - ა რ შეიძლეოდა ნაკრებში ა რ შეგეყვანა ასეიშვილი, ჟვანია, კვირიკაშვილი, არ შეიძლება ასეთ თამაშებში ა რ ათამაშო მჭედლიძე, თუნდაც გამოცდილებისათვის, ერთი რჩევა - მათიაშვილს ავსტრალიასთან თუ ათამაშებ - მინიმუმ 8 ლელოს მივიღებთ(!) აშკარაა - იბნევა, ვ ე რ აკეთებს ბოჭვებს,ფიზიკურად სუსტია, ვერც სისწრაფეს აჩვენებს, ვერც გააზრებულ თამაშს, ბურთის მიღება და ფეხით დარტყმა- მეტი არაფერი, ამას ამ დონის გუნდები ა რ გაპატიებენ, ანუ უფლებას აძლევ ხელით თამაშს და შეტევების (?!) და მას ფიჯი და ავსტრალია არ გამოიყენებს ?! - ბოლო-ბოლო -რ ა სტრატეგია არსებობს ?! - ავსტრალიასთან მაინც მოამზადე უკანა ხაზი- ჩ ა რ ბ ე ნ ე ბ ი თ , უკანა ხაზზე მუდმივი მოძრაობებით, მუშაობა, უბურთოთ სირბილი და კომბინაციების დამუშავება...გაჭრისათვის (!) ანუ ბურთის შენარჩუნება, და არა ფეხის დარტყმით მეტოქეზე ბურთის ჩაბარება და მით ინიციატივების დათმობა, რა ვერ გაიგეთ-ა რ უვარდებათ ბურთი ხელიდან (!)... მამუკა გორგოძე საამაყოა - ბებერი ლომივით იბრძვის და ბიჭებს მაგალითს აძლევს, ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო უკანა ხაზის როგორ ფიზიკურ, ისე სიწრაფეში, აზროვნებით მომზადება და ვნახოთ (!) ყოველივე შეიძლება (!)
გლახუნა
04 ოქტომბერი 2019 14:44
2
ამ "დისლაიქებში" ლოგიკა არ არის, აქ ემოციებია, ამიტომაც არ არის გასაკვირი
"ბექა"-ს
04 ოქტომბერი 2019 16:27
1
ამ კომენტარს დისლაიქს ვინც უწერს ძაან მაინტერესებს რა დაუწუნა ამ კაცის ნააზრევს,რა თქვა არასწორად
ბექა
04 ოქტომბერი 2019 15:58
2
ფიჯის უკანახაზელები დიდები და სწრაფები არიან.სიჩქარეში მათი შებოჭვა ჩვენი პატარა უკანახაზელების მიერ წარმოუდგენლად მიმაჩნია.მოკლედ ასეთი უკანა ხაზით რომელი მწვრვთვნელი გვიშველის.ისე ურუგვაის შემდეგ რომ ადიდებდით ჰეიგს რა უცბად დაგავიწყდათ.
აზრზე მოდით,სირცხვილია
04 ოქტომბერი 2019 13:40
2
როგორც ხდება ხოლმე - "ჯვარს აცუ, ხვარს აცუ ეგე!"
იდალგო
04 ოქტომბერი 2019 14:14
3
თავს ზემოთ რო ძალა იყოს ფიჯიც კიდე უფრო დაგვანგრევდა ამიტომ ახლა იმაზე ფიქრი საჭირო ესპანეთმა და რუსეთმა არ გაგვასწრონ არაფერს ვამობო რუმინეთზე.
zurabi
04 ოქტომბერი 2019 12:06
1
"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას?

ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან?

ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა
იდალგო
04 ოქტომბერი 2019 11:23
1
ნეტავ შენა რაა!! არ ურუკინებდე!!!!....
ექსპერტი
04 ოქტომბერი 2019 10:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული