ირლანდიელები საქართველოს "6 ერში" ვერ ხედავენ - "ისინი იტალიაზე ღირებული ვერ იქნებიან"

AutoSharing Option
ირალნდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა განაცხადა, რომ ირლანდიური მხარე "6 ერის" ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და იქ საქართველოს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს.

"თანხა, რაც "6 ერიდან" შემოგვდის ირლანდიურ პროფესიონალურ და სამოყვარულო რაგბის აფინანსებს. ირლანდია რომ დაქვეითდეს და მეორე დონის შეჯიბრში მოუწიოს თამაში საქართველოსთან, რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთან, ეს რეალობა აღარ გვექნება.

ფინანსური დანაკარგის გამო 2 პროფესიონალური გუნდის გაუქმება დაუყოვნებლივ მოგვიწევს. ჩვენ იმის კეთება უნდა განვაგრძოთ რასაც ვაკეთებთ და ის უნდა დავიცვათ.

საქართველოზე ყოველთვის საუბრობენ, რომ მათ იტალია უნდა ჩაანაცვლონ "6
ერში". იტალიამ საქართველოს ნაკრებს რამდენჯერმე მოუგო და შედეგის ნახვა ყველას შეუძლია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ჩათვლით რაიმე სახის ღირებული პროგრესი გვექნება.

მიკვირს, რაგბის დასტაბილურების ნაცვლად ჩვენ ამ თამაშის დესტაბილიზაციას ვცდილობთ. ასე რომ, არსებულის შენარჩუნება ეგზისტენციალურად (სასიცოცხლოდ) მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბრაუნმა.

მომზადებულია The Irish Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
არის სიმართლეც ამ კაცის მათქვამში
31 მაისი 2020 15:32
10
ამის *სიმართლე* მარტო ფულშია ! იტალიას რაც შეეხება , მათზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკო , იმდენი ითრია ფეხი შეხვედრაზე , სანამ საქათველოს ნაკრებს , თაობათა ცვლა არ დაეწყოდა , ამას 7 მოთამაშის ტრავმა არ დაემატა ? თან იტალიაში ათამაშეს , თან მათთვის სასურველ დროს ! ამ წაგების შემდეგ , ოკეანიის ტურნეზე ყველა თამაში მოვიგეთ , არადა ოკეანიის ქვეყნები , იტალიას ისე ღეჭავენ და ყლაპავენ . ძვალსაც არ აფურთხებენ ! 6 ერი - ფულია და მეტი არაფერი !
კახაბერი
31 მაისი 2020 16:05
9
6 ერი აისბერგის მწვერვალია, ნეტა მარტო ამ ტურნირის კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ... 18 წლამდელებმა მოუგეს ირლანდიასაც და იტალიასაც, შემდეგ ფრანგებსაც (თუნდაც მეორე ნაკრებს) და რა მოხდა? 6 ერის ქვეყნებმა მიატოვეს ტურნირი? 20 წლამდელებმა ორ მსოფლიოზე მიყოლებით ორჯერ შოტლანდიას ვძლიეთ და ერთხელ ირლანდიასაც მოვუგეთ...ანუ ჩვენი რაგბი სწორი გზით ვითარდებოდა და პროგრესი თვალშისაცემი იყო, მაგრამ ეს ჩვენს გარდა ევროპაში არავის სჭირდება, მაინც უცხოებათ გვთლიან! რაც ევროპელებმა ძიუდოში გააკეთეს ყოვლად სამარცხვინო იყო (გაერთიანებულ გუნდეს ვგულისხმობ), ვერაფრით იგებდნენ მამაკაცებში ევროპას...ხოდა როგორც ძიუდოში უნდა გავხდეთ ევროპაში ისევ #1 ქვეყანა, ასევე უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე რაგბიში!!! ძალიან აქტიურად უნდა ვიტანამშრომლოთ სამხრეთელბთან და შედეგი აუცილებლად დადგება! წარმატებები ჩვენს რაგბის და ზოგადად ქართულ სპორტს!
პაატა
01 ივნისი 2020 14:53
0
წესები რო შეიცვალა და შერკინება აღარ იქნება კი გაგვიჭირდება იტალიის მოგება და იტალიის მოგებამდე კიდე 6 ერში არავინ შეგვხედავს სერიოზულად
შოკირებული გულშემატკივარი
31 მაისი 2020 21:14
1
ჩვენ აღარ ვართ იმ დონეზე მაგათთან ვარჯიშებს დავეწაფოთ.
ddgfdf
31 მაისი 2020 17:30
2
რაგბის განვითარებისთვის არ გვჭირდება, მაგათგან ფიტნესის გარდა ვერაფერს ვერ ისწავლი ისედაც. აი თამაშები კარგი იქნებოდა.
ddgfdf
31 მაისი 2020 17:28
1
რაო ირლანდია? 2007 წელს ვერ ივიწყებენ,აფრასიძის შედევრს ვერ ივიწყებენ ახალგაზრდულ მსოფლიოზე და ჩვენმა U20-მა რო მაგათსას გაუბაბანა ვერ ივიწყებენ და ამ ყველაფრის გამო აქვთ ეგ პოზიცია...
გულშემატკივარი
20 ივნისი 2020 21:17
0
ამ ეტაპზე ლოგიკური მოთხოვნა (არა თხოვნა) იქნება ყოველწლიურად ამხანაგური სანაკრებო ფანჯრის დროს ოთხთა ტურნირი (ევროპის ჩემპიონატის 2 პირველი ადგილი+ ექვსი ერის ბოლო 2) ჩატარდეს მსოფლიორაგბის ეგიდით, ერთი წრე, სამი თამაში - ვადებშიც უპრობლემოდ ჩაეტევა და ზოგადად საინტერესოც იქნებოდა.

გააყანყალებენ გოგრათავებს რაგბის მესვეურები?
ramaz
02 ივნისი 2020 08:12
0
ამდენი ხანი მაგას არ ვიხვეწებით?თუ მოვუგებთ,მორალური უფლება გვექნება შეშვება მოვითხოვოთ.მაგიტომ არ უნდათ ცოცხალი თავით,ასეთი გადასასვლელი მატჩის მაგვარი ტესტების მოწყობა.
კიდევ ერთი 10 წელი,იტალიას თვალით აღარ დაგვანახებენ.
სოსო
08 ივნისი 2020 18:10
0
როგორ დაგვაკლდა ოდნავი გამოცდილება, გაკრუსუნეთ კარგად ცოტაც და გამოგაღებინებდით, თქვე ფულის მონებო.
კახაბერ
31 მაისი 2020 22:29
7
Six Nations don't want promotion & relegation, because for Five Nations Italy is their own first line of self-defense. With the introduction of promotion & relegation France or Scotland eventually will get relegated.
Q. G.
31 მაისი 2020 15:04
3
აბსოლიტურად მართლები არიან ! იტალია მათთვის ბარიერია , უფრო სწორედ ხურდა ფული - შემდეგ ყველაზე სუსტი ირლანდიაა დაამაშია ძაღლის თავი დამარხული , თავს და ფინანსებს იცავს ირლანდიის სარაგბო კავშირი !
კახა
31 მაისი 2020 16:09
3
რაიო?
07
31 მაისი 2020 15:37
4
საერთოდ, თუ რაგბის განვითარება უნდათ საქართველოც უნდა მიიღონ, რუმინეთიც და გერმანიაც და ოცი წლით დახურონ.
ddgfdf
31 მაისი 2020 20:34
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული