იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი

AutoSharing Option
ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტი აირჩიეს. პერიპეტიები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მაინც. აი, იტალიელები კი საარჩევნო პროცესში არიან და აპენინელთა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი ალფრედო გავაცი მედიასთან საუბრობს.

"გუნდმა იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე თავი კარგად წარმოაჩინა. იქამდეც მშვენივრად ვთამაშობდით და ეს სიურპრიზი არ ყოფილა.

ფლორენციაში მოპოვებული გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

ერთი სიტყვით, პოზიტიური ნიშნები არის, მაგრამ ვიცით, კიდევ უნდა გავიზარდოთ და ჩემი მუშაობის მიზანი სწორედ პროგრესი იქნება", -
onrugby.it-თან საუბარში თქვა "ბრეშიას" 69 წლის ხელმძღვანელმა, რომელიც იტალიური რაგბის სათავეში ორჯერ გახლდათ.



მკითხველის კომენტარები / 11 /
11ქულით მოგებაა დიდი სხვაობა, შე ტრიპერო? 40ქულაზე ნაკლებს არ ტენიან იტალიას 6 ერზე არცერთ თამაშში. კიდე გვეთამაშეთ , თბილისში და ვნახოთ. მარა როდემდე დაიმალებით რო))
გაგი
18:30 15-01-2021
2
საქართველოს და იტალიას შორის მართლაც დიდი განსხვავებაა. საქართველოს მთელი პოტენციალი წინ აქვს. იტალიამ კი რაც შეეძლო ის კვერი უკვე გამოაცხო და დგას იმ პლატოზე, რომელიც მისი გენეტიკური მაქსიმუმია. საქართველო მიაღწევს უელსი-საფრანგეთის დონეს.
რაგბის ფანი
00:58 16-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული