Planet Rugby: "6 ერის" სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო კი არ უნდა დაემატოს...

AutoSharing Option
ინგლისურმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby-მ კვირის მიმოხილვაში "6 ერის" ცვლილების საკითხი მოკლედ დააყენა, თუმცა ახალ იდეად არა საქართველოს დამატება, არამედ იტალიის ამოღება წარმოადგინა.

"ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ასეთი ჟინით მოთამაშე იტალია უნდა შევაქოთ. ამ გუნდების დაპირისპირებაში იტალიელებმა, 2008 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს (18:41 დამარცხდნენ).

თუმცა 6 ერში 1-80 ბალანსის მქონე "ანდერდოგებმა" ზედიზედ 29-ე თამაში წააგეს. იყო საუბრები დაქვეითების სისტემის შემოღების შესახებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ იტალიაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს "6 ერის" სხვა მონაწილეებს. აქედან გამომდინარე,
ჩემპიონატის გასაძლიერებლად უკეთესი არ იქნება 6 ნაკრებიდან 5-მდე რომ შემცირდეს?

იტალიის "6 ერიდან" ამოღებით შეჯიბრება უფრო საინტერესო იქნება და მხოლოდ ძალიან კარგი მატჩები ჩატარდება. არასასიამოვნო სანახავია, როგორც ანგრევენ ყოველკვირა "აძურის" და განვითარების ნაპერწკალიც არ ჩანს." - წერია სტატიაში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენ თუ ფული ვერ ვიშოვნეთ უკან-უკან წავალთ...
zviads
15 თებერვალი 2021 16:50
2
მართალია... რეალური იქნება იტალიის გადმოსროლა უკან,ვიდრე ჩვენი იქ შესვლა...იასე კი კონკურენცია გაიზრდება , კარგი იქნება ესპანეთისთვისაც და რუმინეთი-რუსეთისთვისაც. ოღონდ- იტალია ატეხევას ერთ ამბავს, შეიძლება პოლიტიკურშიც გადაიზარდოს. კარგი იქნება ზ/ჩამოთვლილ ნაკრებებს კუძულელები დაამატონ/ან გააერთიანონ ახალი გათამაშებით , მაგარი იქნება იტალია, იაპონია, ფიჯი, ჩვენ, ტონგა, სამოა. არ დაგვავიწყდეს ამერიკა და კანადაც. რაღაცა რომ შესაცვლელია ცხადია.
გუსანი
15 თებერვალი 2021 16:48
1
ჯერ ერთი 5 ერი 6- ზე საინტერესო ვერ იქნება, მეორე საქართველოს ნუ ადარებენ, საქართველო სხვა ერია, მესამე ამ ლოგიკით ირლანდიამაც წააგო ზედიზედ 2 თამაში მაგრამ ხომ არ ნიშნავს არ ვარგა და გადავაგდოთ ? ყველამ იცის რა გუნდიცაა
rugby
15 თებერვალი 2021 16:25
24
თუ სხვა გამოსავალი არ არის იტალია ჩვენ ჯგუფშო გამოუშვან, უფრო საინტერესო გახცდება შეხვედრები
ალეკსანდრე
15 თებერვალი 2021 15:53
2
ყველაზე კარგი ვარიანტია. საერთოდ მეორე ეშელონის გუნდებმა ცალკე ტურნირი რომ შექმნან ეგაც კარგი იქნება ფიჯი სამოა ტონგა საქართველო იაპონია და იტალია. თუ არადა იაპონია და ფიჯი დაემატონ 4 ერის გათამაშებას, უკვე იმსახურებენ ისინი ამას. იაპონია განსაკუთრებით. თუ იტალიამ 2007 წელს იმდენი ქნა რო სამ ერში დაამატეს და 4 ერი გახდა იაპონიაც აგერ გმირობა ჩაიდინა მსოფლიოზე და ისედაც ძალიან ძლიერი გუნდია. ფიჯიმ აგერ ორი წლისწინ საფრნაგეთს მოუგო გასვლასე და სუპერვარსკვლავები ყავთ ხაზში
კარგი აზრია
15 თებერვალი 2021 15:49
3
100%
გუსანი
15 თებერვალი 2021 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული