Planet Rugby: "6 ერის" სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო კი არ უნდა დაემატოს...

AutoSharing Option
ინგლისურმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby-მ კვირის მიმოხილვაში "6 ერის" ცვლილების საკითხი მოკლედ დააყენა, თუმცა ახალ იდეად არა საქართველოს დამატება, არამედ იტალიის ამოღება წარმოადგინა.

"ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ასეთი ჟინით მოთამაშე იტალია უნდა შევაქოთ. ამ გუნდების დაპირისპირებაში იტალიელებმა, 2008 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს (18:41 დამარცხდნენ).

თუმცა 6 ერში 1-80 ბალანსის მქონე "ანდერდოგებმა" ზედიზედ 29-ე თამაში წააგეს. იყო საუბრები დაქვეითების სისტემის შემოღების შესახებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ იტალიაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს "6 ერის" სხვა მონაწილეებს. აქედან გამომდინარე,
ჩემპიონატის გასაძლიერებლად უკეთესი არ იქნება 6 ნაკრებიდან 5-მდე რომ შემცირდეს?

იტალიის "6 ერიდან" ამოღებით შეჯიბრება უფრო საინტერესო იქნება და მხოლოდ ძალიან კარგი მატჩები ჩატარდება. არასასიამოვნო სანახავია, როგორც ანგრევენ ყოველკვირა "აძურის" და განვითარების ნაპერწკალიც არ ჩანს." - წერია სტატიაში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
"6 ერი" არ არის მხოლოდ სპორტული ტურნირი, ის პირველ რიგში კომერციული ღონისძიებაა. საქართველოს დამატებით, მით უმეტეს, იტალიის ჩანაცვლებით მხოლოდ ხარჯი გაეზრდებათ, შემოსავალს კი არაფერს მიიღებენ. შესაბამისად, მათთვის საქართველოს, ან რუმინეთის დამატება არაფრის მიმცემია. ერთადერთი შანსი, რომ მართლა დაფიქრნენ საქართველოს ნაკრების იქ დაშვებაზე, არის მინიმუმ იტალიის ნაკრებზე უკეთ თამაში, თანაც სტაბილურად და დანარჩენი 5 ნაკრებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და ზღვარზე თამაში. ეს კი უახლოეს პერსპექტივაში არ ჩანს. მინიმუმ 5 წელი, ამაზე ოცნებაც არ ღირს.
გოგი
17 თებერვალი 2021 14:15
1
ამ კონდიციის და დეგრადაციის მქონე ჩვენი ნაკრების დამატება ექვს ერში, ერთადერთი გამოიწვევს იმას რომ მაჩანჩალა იტალია აღარ აიღებს ხის კოვზს (((
აბუ
17 თებერვალი 2021 09:48
2
6 ერის ტურნირის რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩვენი ნაკრები? ირონიის და სარკაზმის გარეშე ვსვავ კითხვას. რა თქმა უნდა არც ერთს, და ამიტომაც ის რაც ვიცით ის მაინც რომ არ დაგვავიწყონ სჯობს იქ ვიყოთ სადაც ვართ. თუ არადა გვაქვს იტალიის მაგალითი რა უქნა მაგ ტურნირმა ერთ დროს ბევრად ძლიერ იტალიის ნაკრებს, რომელსაც დამარცხებულის მენტალიტეტი გამოუმუშავა. აქ ჩვენისთანა გაძვალტყავებულებს მაინც ვუგებთ დიდი პრობლემის გარეშე. ასე რომ ვისიამოვნოთ ჩვენი დივიზიონით)))))
Hit em up
16 თებერვალი 2021 22:47
1
მართლაც რომ სასიამოვნო გახდება ახლო მომავალში თამაში ესპანეთთან და რუსეთთან,რუსები წინ მიდიან,უფრო სწორად ძალიან მონდომებულები არიან,რომ ჩვენ როგორმე გაგვითანაბრდნენ.არ იქნება გასაკვირი ახლო მომავალში მიზანს მიაღწიონ. ესპანეთს რაც შეეხება,მათთან თამაში უფრო რთული იქნება ვიდრე რუსებთან.
....
17 თებერვალი 2021 20:16
1
ერთი რა მაინტერესებს, ჩვენ აპრიორი ვთვლით რომ თუ 6 ერში შეგვიშვებენ, ჩვენი რაგბი აუცილებლად განვითარდება. ამ დროს იტალია რამდენი ხანია რაც 6 ერშია და დაეწია დანარჩენ 5 ერს? სულ აუტსაიდერია ეგ გუნდი და რატომ გვქონია რომ 6 ერში შესვლით და ძლიერებთან პაექტორბით საქართველოს ნაკრები ავტომატურად გაძლიერდება?
გიორგი
16 თებერვალი 2021 16:11
1
ინგლისელებმა მოიგონეს, ფეხბურთიც და რაგბიც.ფეხბურთი უფრო ადრე გახდა პოპულარული და დაიწყეს მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება,მაგრამ ინგლისელებმა,ყოყოჩად უარი თქვეს იქ თამაშზე.გადიოდა წლები,იმართებოდა ჩემპიონატები და როცა ინგლისელებმა,ბოლოს და ბოლოს,როგორც იქნა მოიწადინეს იქ გამოსვლა,აღმოჩნდა,რომ ფეხბურთი,რამდენიმე ქვეყანაში,მათზე გაცილებით წინ იყო წასული.მხოლოდ ერთხელ,1966 წელს და ისიც ტოფიკ ბახრამოვის შეცდომის შედეგად შეძლეს,გაჩემპიონება.რაგბის მამებს,შიში აქვთ,რომ მსოფლის რაგბში ბატონობასაც დაკარგავენ და ამიტომ მაქსიმალურად ზღუდავენ სხვა ქვეყნებში მის განვითარებასაც.ცდილობენ,ინგლისურ ენოვან ქვეყნებში,ან კიდევ ყოფილ სამფლობელოებში განვითარდეს ეს სახეობა.ისინი კი ცდილობენ,მაგრამ არგენტინამ და იაპონიამ,უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები მოიპოვეს რაგბის განვითარებაში და საქართველოსაც ფინანსური პრობლემები რომ არა,შეეძლო,მათ საკმაოდ ახლოს მიჰყოლოდა(ფიჯის,მაინც ინგლისურენოვან სამყაროს მივაკუთვნებ).საფრანგეთი თავიდანვე კვალში ედგა ბრიტანეთს და მისი უგულებელყოფა არ გამოუვიდოდათ,ახლა კი,იტალიის გამოკლებაზე თუ წავიდა ლაპარაკი,ეს ისევ ამ იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავს.იტალიის გარიცხვა,მათ სათამაშო დონეს,ძალიან დასცემს და ჩვენთვის ეს,არაფერში არაა ხელსაყრელი.ჩვენ უნდა ავიწიოთ მათ დონეზე და არა ისინი ჩამოვიდნენ,ჩვენ დონემდე.ჩვენ თვითონაც უნდა ვეცადოთ, გავაძლიეროთ ჩვენთან მოთამაშე გუნდები,რადგან,მხოლოდ ძლიერთან ბრძოლაში განვითარდები. ეს,ჩვენი სტიმულიც იქნება.
სოსო
16 თებერვალი 2021 16:05
2
საერთოდ აუკრძალონ დანარჩენ მსოფლიოს რაგბის თამაში და იქნებიან ბედნიერად.
მალაქია
16 თებერვალი 2021 14:49
0
რუმინეთის ნაკრები ერთ დროს ბობოლებს ტოლსწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ეხლა სადაა კარგად ხედავთ. იტალია რომ დააქვეითონ ისიც ესპანეთის და პორტუგალიის დონეზე ჩამოვა და აბა ჰე, ჩვენი ჯაჯგურით გადავუვლით ყველას. იტალიის მოკვეთა ექვსი ერიდან რაგბის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება და ჩვენთვის არაფრისმომცემი.
ერთერთი ერის დამახასიათებლად თავად მათვე მიერ მოგონილ ანეგდოტს მოგიყვებით. ამ ერის წარმომადგენელმა ოქროს თევზი დაიჭირა, რომელმაც განთავისუფლების სანაცვლოდ ნებიმიერი სურვილის ასრულება შეჰპირდა. ოღონდ ერთი პირობით. რასაც მას შეუსრულებდა, ზუსტად ორჯერ მეტად შეუსრულებდა მის მეზობელს. ჰოდა იცით რა მოსთხოვა მეთევზემ?...სთხოვა თვალი გამომთხარეო. ძალიან არ მინდა ამ ერს დავემსგავსოთ, არადა სწორედ მაქეთკენ მივდივართ.
emigranti
16 თებერვალი 2021 05:17
1
ჩვენ, ამ ეტაპზე, უფრო იტალია გვჭირდება სპარინგ პარტნიორად, ვიდრე 6 ერის ტურნირი.

იდეალური სქემა იქნებოდა, მაგრამ....
ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
დიმა
15 თებერვალი 2021 17:25
2
ვეთანხმები მოსაზრებას რომ იტალია ჩვენ ჯგუფში ჩამოაქვევითონ. ტიერი ერთის გუნდები მართლაც სხვა დონეა და ჩვენც ვერანაირად ვერ გავქაჩავთ. თუ იტალია დააქვევითეს ჩვენ ჯგუფი გაძლიერდება და საინტერესო გახდება.
G.LA
15 თებერვალი 2021 17:18
2
ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს რომ უფრო ძლიერ გუნდებთან გვინდა პაექრობა, მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ, არ ვართ 6 ერის დონის გუნდი, ღირსეული წინააღმდეგობის და მარცხის გარდა, სხვა რაიმე სასწაული ბორჯღალოსნებს არ მოუხდენიათ. ამიტომ მართლაც ისეთი ტურნირი და გუნდები თუ იქნება, სადაც რეალური კონკურენცია ექნებათ ჩვენებს და არა გასეირნება ქულებისთვის, კარგი იქნება. მერამდენედ უნდა მოვიგოთ ეს ტურნირი? აღარც ჩვენებს აქვთ მოტივაცია
გიორგი
15 თებერვალი 2021 16:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული