იტალიის ნაკრების ექსმწვრთნელი: საქართველო 6 ერში უნდა მიიღონ

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სამხრეთაფრიკელმა ნიკ მალეთმა, ბრიტანულ express.co.uk-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, საქართველოს თუ რუმინეთს, ან ნებისმიერს, ვინც მზად არის, როგორ მისცენ 6 ერში მონაწილეობის უფლება, ვიდრე დაქვეითებისა და დაწინაურების ინსტიტუტი შექმნან.

მსოფლიო რაგბიმ უფრო ფართო მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს იმ გუნდებისთვის, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან და ერთი ნაკრები მეორით არ უნდა ჩაანაცვლოს.

შეიძლება ახლა საქართველო იტალიისთვის ზედმეტად რთული მეტოქეა, მაგრამ იყო დრო, როცა საქართველო შოტლანდიისთვისაც არანაკლებად ძლიერი იყო.
აბა, რას იტყვით, როგორი იქნებოდა, შოტლანდიას პლეი-ოფის მატჩში ეთამაშა?

იმაზე უნდა იფიქრონ, ეს ბიჭები როგორ ჩართონ თამაშში და არა იმაზე, ერთმანეთში როგორ ითამაშონ ხოლმე. განვითარებას ვერ შეძლებ, თუ საქართველო ესპანეთს, გერმანიას, რუმინეთსა და რუსეთს ეთამაშება. იმათ კი მოუგებ, მაგრამ ამით რა?!

ყოველი წლის ნოემბერში ტიერ 1-ის წარმომადგენელ ნაკრებთან გამართული ერთი შეხვედრით პროგრესს არ უნდა ელოდნენ. ამ დონეზე რეგულარულად უნდა ითამაშონ.

საქართველო ამ გათამაშებაში უნდა შეიყვანონ. ამ ქვეყანაში, იტალიისაგან განსხვავებით, რაგბი და ჭიდაობა სპორტის ეროვნული სახეობებია. ჩადით თბილისში და სტადიონზე მოსულ 50 000 ადამიანს ნახავთ. როცა რუსეთს ეთამაშებიან, საომარი ზონა გეგონება, ისეთი ვნებით თამაშობენ", - განაცხადა მალეთმა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ლობისტები გვჭირდება მსოფლიოს რაგბის მასშტაბით წონიანი ხალხი ნიკ მალეთი და უფრო წონიანები რომლებიც ყველგან იტყვიან რომ გვეკუთვნის 6 ერი.ლობისტებს კიდე ან ფული უნდა ან გული.მერეიქნებ გამოვიდეს რამე.ყველგან საჭიროა ლობი.არადა 6 ერში რამდენიმეწლიანი თამაშით გაიზრდება ნაკრები.
მორაგბე
13:00 03-03-2021
0
რით ვერ მიხვდით, ბატონმა ბიძინამ მოითხოვა სახელმწიფოსა პირადად მის მიერ გაცემული თანხების ხარჯვის კონტროლი რადგან აქამდე გაწეულ ხარჯთაღრიცხვაში ეჭვი შეეპარათ. იტყვით არ არის მართალი? მამაცხონებულნო ფაქტიურად ჩემი ჯიბიდან ფულს გაზლევთ იმისთვის რომ რაგბიში დაიხარჯოს, თქვენ კი იპარავთ? ჰოდა ეს კონტროლი არ უნდა არავის.
emigranti
03:37 26-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული