ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
ისე გავქრებით სარაგბო რუკიდან, როგორც ამგალითად რუმინეთი და ბულგარეთი გაქრა საფეხბურთო რუკიდან. აქ პრობლემა არა მოთამაშეებში არმედ ორგანიზაციულ ასპექტშია. არასებულია ზედა ეშელონების პერობლემები, რომ არ შეეხოს ქვედა რგოლს
დავით
14 მარტი 2021 21:59
0
ჩემი აზრით სისწრაფე და ხელით თამაში ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს, 20 წლის ბიჭს ნაკრების მწვრთნელი 2 კვირაში მაგას ვერ ასწავლის, როგორც ჩანს მთელი საბავშვო რაგბი ამოსაყირავებელია...
zviads
14 მარტი 2021 20:58
0
აბა სადაა “8 ერში” მიღებული გამოცდილება?
თემო
14 მარტი 2021 20:18
0
არ ვიცი რა ვთქვა. 1) თამაშის ირგანიზება 0. 2) სისწრაფეები დაკლებუი უკლებლივ ყველა მოთამაშეს თითქმის. 3) მოლში და შერკინებაში ის ვეღარ ვართ რაც ვიყავით. არათუ უკეთესები. 4) აუტი არ ვიცი უკვე. 5) დაკიდებულ ბურთებზე არ ვიცი პორტუგალია და ესპანეთი ამას რო გვიზამენ წარმომიდგენია ალბათ ფიჯისთან და კინძულელებთან რა მიხდება. აღარაფერს ვამბობ უფრო მაღალი დონის გუნდებბზე. ალბათ ლოგიკურია ხო?? ერთადერთი ფიზიკურად დავჯაბმეთ ერთი ერთზე და ამის ხარჯზე მოვიგეთ. რუსეთთან ამ თამაშით ძაან გაგვიჭირდება ისინი მანდრაჟით თუ არ გამოვიდნენ. ცეცხლს ვეთამაშებით. თუ სასწრაფოდ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდება. არავინ შემეკამათოს რომ რეგრესი გვაქ. პრიგრესზე არაფერს ვამბობ რა თქმა უნდა
anz
14 მარტი 2021 19:30
0
ბორჯღალოსნებს ასეთი თამაშით უდიდესი სირცხვილი და დამცირება ელოდება კალინგრადში. კატასტროფაა, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?! არ შეგიძლია? წადი ნაკრებიდან მაშინ ! ! ! ოთხი აუტის გაფუჭება როგორ უნდა მოახერხო ერთ ტაიმში, სირცხვილია ! ! ! მგონია, რომ ზოგიერთს ნაკრებში თამაში დაბევებული გონია და "ძედავშინური" განწყობილება ეტყობა. "ზატარმოჟენი" აზროვნების მოთამაშეებს სასწრაფოდ უნდა დავემშვიდობოთ და იმ ახალგაზრდებით ჩავიდეთ კალინგრადში ვინც სათანადო სიჩქარეებით, კრეატიული თამაშით, ბოლომდე იბრძოლებს და თუ წააგებენ რუსებთან ასეთი თამაშის მერე არ შემრცხვება მაინც ! ! ! არასოდეს ასეთი ფრაზები არ დამიწერია ბორჯღალოსნებზე, მაგრამ მოთმინების ფიალა დაილია უკვე. არც მწვრთნელზე მითქვია აუგი აქამდე, მაგრა საკმარისია უკვე. ლევან მაისაშვილს არა მხოლოდ კომპეტენცია არ ყოფნის, არამედ როგორც ჩანს გუნდში არ ცემენ პატივს, თორემ გაუგებარია მოთამაშეები ასე უგულოდ, "მანდრაჟით" თამაშობდნენ და ფეხებზე იკიდებდნენ უკვე მერამდენე თამაშია თავის მოვალეობას - ითამაშოს კონცენტრირებულად და ბოლო შესაძლებლობები ჩადონ თამაშში და მათ კიდევ აძლევდე შესაძლებლობას ნაკრების მაისურის ჩაცმის, მე ეს არ წარმომიდგენია. სირცხვილი ! ! ! სირცხვილი ! ! ! სირცხვილი ! ! !
პანტელეიმონი
14 მარტი 2021 18:46
0
როგორ ვთქვა მაგრამ ბოლოს ლამის მინდოდა მოეგო ესპანეთს, რომ ეგებ ვინმეს ძირეული ცვლილებები დაეწყო სამწვრთნელო შტაბში - ესეთი მოგებები დაგვღუპავს საბოლოოდ - აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გვაქვს სერიოზული რეგრესი და მეეჭვება რამე ეშველოს ასეთი მიდგომებით!
სასწრაფოდ ვინმე კვალიფიციური მწვრთნელი გვესაჭიროება და ეგებ ქართულ ფრანჩაიზსაც მოებას თავი და სადმე ნორმალურ ლიგაში ვათამაშოთ - თორე რაგბი ადგას ჩვენი აწ გარდაცვლილი ფეხბურთის გზას!!!
leonardo
14 მარტი 2021 18:26
1
ფაქტია უფრო მეტი კვალიფიციური მწვრთნელია საჭირო... მოწინააღმდეგეებმა კი არ მოუმატეს ჩვენ მოვუკელით და ზემოტივირებულ რუსებთან ასეთი რაგბი არაფერში არ გამოდგება.
Giorgi
14 მარტი 2021 21:47
0
თითქმის ყველა თამაშში გვიჭირს, ერთადერთი გამართლება "ევროპული" მსაჯობაა?!
ლეო
14 მარტი 2021 19:31
1
ძალიან კარგი რესურსი(მოთამაშეები) აქვს საქართველოს ნაკრებს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. მაგრამ სამწრთვნელო შტაბი ვერ მართავს მოცემულ რესურს ადეკვატურად: მოლი, რაქი, დერეფანი პრობლემაა. შერკინებაში უკვე დაგვიმუღამეს ზოგიერთმა. მარტო ფიზოთი და მოტივაციით ვერ გავალთ ფონს! ცვლილებების დროა პატივცემულო საზოგადოებავ
მე -16
14 მარტი 2021 18:38
0
ნელ-ნელა ქართულ ფეხბურთს ემსგავსება
არდილეს
14 მარტი 2021 18:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული