ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
ყ ო ჩ ა ღ ბიჭებო, მაგრამ,, რაღაც,, მაგრად რომ უნდა შეცვალოთ - ხო ფაქტია,ანუ მეტი ფიზიკური მომზადება, მეტი აგრესია, სისწრაფე, რაქში სისწრაფე - დინამიკა, აუტის არცერთი შეცდომა ა რ უნდა დავუშვათ, შერკინება და მოლში ძლიერი უპირატესობის დაბრუნება... ამ მიმართულებებით უსერიოზულესი მუშაობაა საჭირო... თორემ - ასე დავბრენდებით - ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი თ - დავრჩებით ესპანეთი, რუსეთი, რუმინეთის დონეზე - უკვე გვიჭირს მათთან მოგებები...
გლახუნა
14 მარტი 2021 18:02
1
იტალიელი მსაჯები ცდილობენ ამ გზით ჩამოგვიშორონ კონკურენტობიდან,მალე დადგება დრო და გავასწრებთ, მთავარია არ შევჩერდეთ, გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას!!!
ლეო
20 მარტი 2021 18:31
0
გილოცავთ...
ემზარი
14 მარტი 2021 22:04
1
ძალიან კარგი რესურსი(მოთამაშეები) აქვს საქართველოს ნაკრებს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. მაგრამ სამწრთვნელო შტაბი ვერ მართავს მოცემულ რესურს ადეკვატურად: მოლი, რაქი, დერეფანი პრობლემაა. შერკინებაში უკვე დაგვიმუღამეს ზოგიერთმა. მარტო ფიზოთი და მოტივაციით ვერ გავალთ ფონს! ცვლილებების დროა პატივცემულო საზოგადოებავ
მე -16
14 მარტი 2021 18:38
0
არსებობს შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადააჭარბებ. ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს ნაკრებიც. დაახლოებით 2 წლის წინ ერთერთ კომენტარში დავწერე, რომ რეიტინგში მე-12ადგილი ჩვენთვის არის მაქსიმუმი.
ის სულ ტყვილი "ბაზარია" რომ ცუდია ის ჯარისკაცი, ვინც გენერლობაზე არ ფიქრობსო.
ამიტომ დავკმაყოფილდეთ და გული გავიხაროთ ასეთი გამარჯვებებით. ვისაც არ სჯერავს, გამომეხმაუროს უახლოესი 10 წლის განმავლობაში.
თბილისელი
14 მარტი 2021 18:29
0
სოჭში თუ კალინინგრადში?

ბიჭები ყოჩაღ, უმწვრთნელოდ და უპატრონოდ კაჟდებიან, არ აგებენ.
ლუკა
14 მარტი 2021 18:28
0
ამბიცია რომ გვაქვს რომ 6 ერში თამაში გვინდა ბრძოლებში მოვიგეთ დღევანდელი თამაშის, ფაქტიურად ორი თანაბარი ნაკრების ბრძოლა იყო მოედანზე!! უნდა მოვუმატოთ!!! ხელით ბურთაობაში ესპანეთმა გვაჯობა
zaza
14 მარტი 2021 18:21
0
უკაცრავად ბიჭებთან, მაგრამ მარაზმია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ.
გიორგი
14 მარტი 2021 17:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული