"ბორჯღალოსნები" - კაპიტნის ვარჯიში "კავკასიონი არენაზე"

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" "კავკასიონი არენაზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა (საქართველოსთვის) თელავში 17:00 საათზე დაიწყება.

კაპიტნის ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები
გვაქვს. ვეცდებით, სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ და მოვემზადოთ სამხრეთაფრიკული ტურნესთვის“.

მერაბ შარიქაძე: „მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გარდა გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
V ტური. 26 ივნისი. თელავი. "კავკასიონი არენა". 17:00 (საქ. დრო)
საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ იცის ცუცქირიძის და აფრასიძის არყოფნის მიზეზი>
ალოოო....
18:29 25-06-2021
0

სიახლეები პოპულარული