"ბორჯღალოსნები" ერთ თვეში იწყებს

AutoSharing Option
2022 წლის პირველ მატჩამდე "ბორჯღალოსნებს" ზუსტად ერთი თვე დარჩა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება.

ტურის დასკვნით მატჩში, 6 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ავჭალაზე“ 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით საფრანგეთისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი შარშან მე-13-ედ მოპოვებული ტიტულის დაცვას იწყებს!

პირველი წრის (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი) შემდეგ 2023 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევ
ზონას საქართველო 23 ქულით ლიდერობს. 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 12 - ესპანეთს, 9 - რუსეთს და 0 - ნიდერლანდებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის საგზურს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები), ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში ჩაერთვება.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთი თამაშიდან სამს "ბორჯღალოსნები" შინ გამართავს. პორტუგალიის გარდა, 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუსეთს დავუხვდებით, ხოლო 20 მარტს ესპანეთს „ავჭალაზე“ მივიღებთ. ორი თამაში გვაქვს სტუმრად – 12 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში და 12 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.

Georgian rugby
მკითხველის კომენტარები / 3 /
და მწვრთნელი როდის შეიცვლება? მაისაშვილის ხელში პროგრესი არაა უბრალოდ. მხოლოდ თავის მართლება
თემო
18:06 06-01-2022
9
რაღა დროს მწვრთნელის შეცვლაა, ეხლა უარესია, ცოტა დროა დარჩენილი, ეხლა კარგი ასისტენტი აიყვანეს შეტევის, ერთი კიდევ საჭიროა ჩემი აზრით. მწვრთნელი ადრე უნდა შეცვლილიყო მაგრამ ხომ გახსოვთ არჩევნები როგორ გაიწელა? თან პანდემია. მაისაშვილი უნდა იყოს ამ ეტაპზე, მსოფლიოს მერე ალბათ შეიცვლება ეგეც.
რეზო
00:40 07-01-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული