"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა onrugby.it-ის ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირი მუშაობს, რომ ნაკრებმა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ტესტ-მატჩი გამართოს.

"საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში 2 უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა (სახლში იტალიასთან და სტუმრად უელსთან). ქართველთა რაგბის კავშირში ყველაფერს აკეთებენ, რათა ნაკრებმა "ექვსი ერისკენ" სწრაფვა განაგრძოს.

ორი თვის წინ საქართველოს მსოფლიო რაგბის დელეგაცია ესტუმრა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მას ბილ სვინთან შეხვედრა და ინგლისურ კლუბებთან თანამშრომლობა სურს.

"გვინდა ინგლისურ კლუბებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, მინდა, ბილ სვინს შევხვდე (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი
დირექტორი), მისი რჩევები მოვისმინო. ამჟამად ჩემპიონშიპში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს. "ლელო სარასენსს" ინგლისურს "სარასენსთან" მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ბილს აუცილებლად ვკითხავ, შესაძლებელია თუ არა ამ კავშირების აღდგენა.

რაც შეეხება "ექვს ერს", ერთი ან ორი გამარჯვება ჩვენს მომავალს არ წყვეტს, მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იქ ჩვენი ადგილია. ვიცი, რომ ისინი გვაკვირდებიან, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, რათა მეტი სტაბილურობა გამოვავლინოთ" - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 2015 წელს მსოფლიო თასზე დაუპირისპირდნენ. მატჩი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით 43:10 დასრულდა.

altმესამე ტაიმი და სოსო ტყემალაძის სიურპრიზი ქომაგებს

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა!

altედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

მკითხველის კომენტარები / 8 /
სწორედაც რომ ზელანდიასთან თამაშია ძალიან კარგი. მთავარია ბორჯღალოსნები მათთან თამაშში ბოლომდე დაიხარჯონ და თუნდაც წააგონ (ნუ დაგვავიწყდება ირლანდიას საუკუნის განმავლობაში არ ჰქონდა ირლანდიასთან მოგებული) არანაირი პრობლემაა.
რამაზ
23:25 25-11-2022
1
ჩემი აზრით პირდაპირ ზელანდიასთქნ დაპირისპირება იქნება სისულელე და ხეპრეობა, წავაგებთ და ისევ ახლოდან იქნება დასაწყები რადგან სათქმელს მივცემთ ყველას რომ ჯერ იმ დონეზე ვერ ვართ... დასუსტებულ იტალიას და უელსს მოვუგეთ ( მართალია ეს არ გვაკნინებს მაგრამ მაინც), ჭკვიანურად უნდა გავაგრძელოთ და სწორ დროს დავიჭიროთ შედარებუთ ცუდ ფორმაში მყოფი 6 ერის ნაკრებები, მოვუგოთ იტალიას მეორედაც, მოვიწვიოთ უელსი თბილისში...
რუსთავი
22:22 25-11-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული