საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარა და რაგბი ევროპის გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ტურნირი.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა. ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა
მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და არბიტრმა ლობჟანიძე და პორტუგალიელი მორაგბე გაასინბინა. თამაში, ცოტა არ იყოს, აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა. პორტუგალიელები უკვე გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ჭყოიძემ ბრუნით დაალელოვა ლუზიტანები, მატკავა გარდასახვისას კვლავ უზადო იყო და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
წინა თამაშებში,თითქოს აუტის პრობლემა გამოვასწორეთ,მაგრამ ამ თამაშში,აშკარად გავაფუჭეთ ეს კომპონენტი.ვერც შერკინებაში გვქონდა ძველებური უპირატესობა და მსაჯებმაც,პირველი 50 წუთი,მაგრად ითამაშეს პორტუგალიელების მხარეზე,თუმცა ძალამ აღმართი მოხნა და ბიჭებმაც დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე.მთელი გათამაშება,ცდილობდნენ,როგორმე შეეჩერებინათ ბორჯღალი,ყველაფერი სცადეს,თუმცა დამატებითი დაბრკოლებები,ჩვენებზე სასიკეთოდ მოქმედებდა და უფრო შეკრული თამაშით აღწევდნენ,სასურველ შედეგს.ახლაც ასე მოხდა.ვულოცავ ბიჭებს საიუბილეო გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მომავალში.
სოსო
20 მარტი 2023 19:29
0
ეპანეთი რუმინეთი პორტუგალია რუსეთი ყოველთვის ერთაიგივე ერთხელ მაინც ოფიციალურ მათჩი მოუგოთ რომელიმეს
ბექა
20 მარტი 2023 14:33
15
აღარ უყურო რაგბს აზრი არააქ !
mesxi
21 მარტი 2023 13:54
1
როცა ისიც არ იცი რო ოფიციალურ თამაშს უყურებ თუ არა კომენტარის დაწერა უხერხულია
Dato
20 მარტი 2023 15:15
0
ყველა გამოხმაურება
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, ვულოცავ ყველას! პირველი ტაიმი გუნდმა ცუდად ჩაატარა, რამდენჯერმე წავაგეთ დერეფანი, შერკინებაში ტრადიციული უპირატესობა აღარ გვაქვს, უკანახაზელებმა დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, აქ წინსვლა საგრძნობია. რუმინეთთან და გუშინაც მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ და საერთოდ კლასის ხარჯზე მოვიგეთ. სამუშაო კი ჯერ ბევრია.
დიმა
20 მარტი 2023 11:36
2
კარგია გამარჯვება, მაგრამ რა გახდა ღამის 23:00-ზე მატჩის დანიშვნა? ჩვენ ვართ ლიდერები და ჩვენი მაყურებლებისთვის ოპტიმალურ დროს უნდა დაენიშნათ თამაში. ყველაფერზე თავი კი არ უდა დააქნიოს რაგბის ფედერაციამ. ცოტა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
ქუთაისელი
20 მარტი 2023 11:35
8
მივულოცავ საქართველოს ნაკრებს,გამარჯვებას! ფრანგულ ტოპ ლიგაში მოთამაშე პროფესიონალი ბიჭების ინდივიდუალურად თამაშით მოვიგეთ,გუნდი ვერაა მსოფლიოს ათ გუნდის დონესაც კი მიახლოვებული,წლობით იტკეპნება ერთი და იგივე დონე რაგბისა . გუნდურად,ძნელია წინსვლა,როდესაც რჩევები იგნორირდება-შეაყარე კედელს ცერცვიო,-ხალხის სიბრძნით რჩევების წიხლის კვრისას,ამდენ გაშვებულ ლელოებს და არაგუნდურად თამაშს,წაგება მოჰყვება, ტოპ ათთან ჯახებისას,ექსტრემალურ თამაშების დროს,ფაქტებზე ყრდნობით- გარდუვალია.შესაცვლელია მთავარი წვრთნელი,ჰეიგის დონეზე არანაკლებ, უცხოელი მწვრთნელით,შესაცვლელია ფედერაციის ხელმძღვანელობა,აბუსერიძის,მაჩხაანელის,გორგოძის . . . მსოფლიოს დონის რაგბისტით და რაც უმთავრესია,მთქმელს გამგონიო ,სანამ ურემი,რაც არ უნდა ოქროსი იყვეს ,მაგრამ უვარგისი ტაბიკებით შეკრული,არ გადატრიალდება.კიდევ ერთხელ გილოცავთ მორიგ მსოფლიოზე გასვლას,მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს მეტი....,ნაკრების წინსვლა გვესაჭიროება და საერთოდ ადამიანურად წინსვლა, ყველა საქმეში ,ქართველთა....
London.
20 მარტი 2023 11:31
17
ჩვენი რაგბი სწორ გზაზეა. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ 5 თუ 6 ერს, თავისი ავსტრალიან-ზელანდიან-სამხრეთ აფრიკიან ტოპებს და მსოფლიო ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ. წინ ჩვენო ლომებო, საქართველოს სადიდებლად!!!!
თენგაბი
20 მარტი 2023 11:05
1
მადლობა ბიჭებს! გილოცავთ ყველას!
გივი
20 მარტი 2023 11:03
0
აბჟანდაძე არ გეპატიება ორი ასიანი გამაზა
rembo
20 მარტი 2023 10:45
4
ჩვენი ლომები ხართ.
მრავალი წარმატებებით გაახარეთ სრულიად ქართველობა.
კახაბერი
20 მარტი 2023 10:21
0
აშკარად მორაგბეების კლასის ხარჯზე მოვიგეთ. არაა აქ მწვრთნელის ხელი.და კიდევ იმედზე ვუყურე და შევწუხდიი.
არა რუსეთს
20 მარტი 2023 06:57
31
მთავარზე დაელოდე ხოლმე თამაშს იქ უყურე რატომ წვალობ? მწვრთნელზე კომენტარს არვ გავაკკეთებ სუბიექტური შეფასება გაქ და თან პოლიტიკური......
mesxi
21 მარტი 2023 13:59
0

სიახლეები პოპულარული