"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

AutoSharing Option
2024 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ მატჩში, ფიჯიმ "ბორჯღალოსნებს" ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" სამი ლელო გაუტანა და 21:12 გაიმარჯვა.

ეს იყო ამ გუნდების მერვე დაპირისპირება და კუნძულელებმა ერთი მარცხისა და ერთი ფრის წილ, მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. "მფრინავები" საქართველოს 12 წლის შემდეგ მეორედ ეწვივნენ და მეორედაც გაიმარჯვეს. "ბორჯღალოსნებმა" "აჭარაბეთ არენაზე" მეორედ ითამაშეს და ორი წლის წინ, ტიერ1-ის გუნდი იტალია ისტორიაში პირველად დაამარცხეს, თუმცა იგივეს გაკეთება ბოლო დროის პრინციპულ მეტოქე ფიჯისთან ვეღარ მოახერხეს.

რიჩარდ კოკერილმა მეტოქეს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა და რამდენიმე გადაადგილებაც განახორციელა. ლუკა
მატკავამ ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა, დებიუტი ჰქონდა და 303-ე "ბორჯღალოსანი" გახდა "სტად ფრანსეს"’ კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, რომელიც შეცვლაზე შევიდა. 23-კაციან განაცხადში 7 ისეთი მოთამაშე იყო, რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები კეპია, თუმცა ფიჯისთან მეორე მოგების იმედი თამაშის დასრულებამდე არავის დაუკარგავს.

მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, რეალურად ამის შანსი იყო, რადგან "ბორჯღალოსნების" მსგავსად შეცდომები ფიჯისაც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ამით მეტოქემ უკეთ ისარგებლა.

შეხვედრის დებიუტი საქართველოსი იყო. ფიჯი პირველსავე ბურთზე დაჯარიმდა, თედო აბჟანდაძემ ბურთი დერეფანში გადაიტანა, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და მერე ბურთის ხაზზე გატანა მოჰყვა, მაგრამ აკა ტაბუცაძემ დამიწება ვერ მოახერხა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა, რომელიც ლუკა მატკავამ 3 ქულად აქცია.

ამას მალევე მოჰყვა ჩვენი შეცდომები: სამჯერ დავჯარიმდით, ფიჯიმ მოლში ორჯერ დაგვძრა და მე-10 წუთზე ვილიამე მატამ ლელო გაიტანა. საპასუხოდ საქართველომ კარგად შეუტია, ყველა ჯერზე იყო წინსვლა, ახლა კვლავ ფიჯი დაჯარიმდა და მატკავამ ლიდერობა დაგვიბრუნა. ტაიმის შუაში ვანო კარკაძემ და გიორგი ჯავახიამ დომინანტური ბოჭვები შეასრულეს, ილია სპანდერაშვილი ბურთზე ჩავიდა და ჯარიმა გამოიმუშავა. რადგან კარამდე 55 მეტრი იყო, დარტყმა დავით ნინიაშვილმა ითავა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

ამას კვლავ შეცდომების სერია მოყვა: ჯერ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, მერე კიტიონე სალავამ რაქიდან მოულოდნელად შეუტია, დიდი მანძილი მოიგო და ჩვენს 22-ში შევიდა, იქ ფიჯი ჩვეულ სტილში აბურთავდა და პენიასი ნდაკუნავამ მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. საპასუხო ლელოს გატანა მალევე შეგვეძლო. ფიჯი კარის წინ 6-7 მეტრში დაჯარიმდა, ვასილ ლობჟანიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და ის კონტაქტისას დაკარგა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე არ დააფიქსირა.

28-ე წუთზე ფიჯის რაქში ამოვაცალეთ ბურთი, სპანდერაშვილმა და ჯავახიამ კარგად შეუტიეს, მეტოქე დაჯარიმდა და მატკავამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რაზეც ფიჯიმ ჯარიმითვე 34-ე წუთზე გვიპასუხა. შესვენებამდე თედო აბჟანდაძემ არეკნით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, გაწითლებულ დროზე კი ლუკა ივანიშვილი გვიანი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ფიჯიმ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. აბჟანდაძეს საპასუხოდ მეორე არეკნი გაუცუდდა, მერე კი ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ ჩვენი დერეფანი დავთმეთ. 62-ე წუთზე ფიჯიმ 5-მეტრიანი შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეგვიტია და ნდაკუნავამ მეორე ლელო გაიტანა.

მატკავამ ჯარიმით მალევე უპასუხა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, 68-ე წუთზე კი სინბინის გამო კაცნაკლული უკვე ფიჯი დარჩა. სამწუხაროდ, მეტოქის 22-ში ჩვენი დერეფანი ისევ დავთმეთ და შანსი ვერ გამოვიყენეთ, 78-ე წუთზე კი, ჯარიმის კარში დარტყმას მისი გათამაშება ვარჩიეთ და მცველებმა ბურთი ლელოში ისევ ჩაგვიხურეს. უკვე გაწითლებულ დროზე ტაბუცაძემ გაჭრა ხაზი, თუმცა ლელოდან 10-12 მეტრში შებოჭეს და თამაშიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 12:21.

ახლა "ბორჯღალოსნები" იაპონიაში გაემგზავრებიან, სადაც სენდეიში "საკურებს" 13 ივლისს, ჩვენი დროით 14 საათზე შეერკინებიან.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

5 ივლისი. ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"

საქართველო – ფიჯი 12:21 (9:13)

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა:
16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 20. ბექა საღინაძე (ლიონი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

4 ჯარიმა:
მატკავა

1 სინბინი:
ივანიშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეთი უსახური გამოსვლა ჯერ არ ჰქონია საქართველოს ნაკრებს. მთელი გუნდი ძალიან ცუდი იყო. ტაქტიკა გაუმართლებელი და უაზრო ჯაჯგურზე ორიენტირებული. მთელი პირველი ტაიმი ნინიაშვილისკენ ერთხელ არ გამოუშვეს ბურთი შეტევის დროს და ტყუილად იყო მოედანზე.

9 ნომერზე გელა აღარ არის გამოსაყვანი, ამდენმა ტვინის შერყევამ დაღი დაასვა და აზრზე აღარ არის რაგბის. აბჟანდაძეს ისე ძალიან აქვს მოკლებული, რომ ნაკრებს კარგა ხნით უნდა დაემშვიდობოს.

რაც შეეხება შერკინებას, ძალიან დასუსტებული არიან. ყველა რაქი წააგეს ფიჯელებთან. ზედ გადადიოდნენ როგორც ბავშვებზე და ისე ართმევდნენ ბურთს რაქებში. ფიზიკურ ჯახში წააგეს ყველაფერი წინა ხაზმა და ღერძმა კი არცერთი ბურთი არ გაშალა ფლანგებისკენ, რომ ტაბუცა+ნინი გამოეყენებინათ შეტევაში.

მოკლდე, პირველ რიგში მწვთნელის ტაქტიკა იყო ცუდი, აშკარა აუტსაიდერული და დაულაგებელი. ცუდი სელექცია იყო ასევე აღსანიშნავი, სუსტი მოთამაშეებით ნაკრების დაკომპლექტება და ცუდი დარიგება.

ასევე, არასწორი გადაწყვეილებები ჯარიმების გამოყენების დროს იყო ახალი კაპიტანის ბრალი. ზოგადად, გონებაგახსნილობის პრობლემა აქვს ამ გუნდს, არ გვყავს არცერთი ინტელექტუალი მოთამაშე, რომელიც სწორ გადაწყვეტლებას მიიღებს საჭირო დროს.

რამაზ მართალი
08 ივლისი 2024 10:39
0
4 მორაგბე დოპინგზე რო ჩავარდა ვის უნდა დაბრალდეს?თან აყალბებდნენ პასუხს ამაზე დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა არ გინდა?ისედაც რიხინ რიხინით ვიგებდით ჩვენ ჯგუფს ევროპაზე ეს უნდა იყოს მაგალითი და არ უნდა გააკარო რაგბის ესეთი ხალხი მიუხედავათ იმისა რომ მენანება ესენი სამუდამო დისკვალიფიკაციისთვის
ესღა გვაკლდა
08 ივლისი 2024 09:28
0
ეს თამაში წაგვაგებინა უტვინობამ და ორმა მოთამაშემ. ამ წვრთნელთან კონტრაქტის გაბორმება კი დიდი შეცდომა იყო
რაგბი
06 ივლისი 2024 15:54
1
რაგბს უნდა ჩამოერთვას ფეხბურთის მიტაცებული სტადიონები და ფეხბურთს გადაეცეს..ესენი ყველასთან აგებენ მაინც,გაერთონ სადმე მეტი არ ჭირდება რაგბს არაფერი
გაუმარჯოს ფეხბურთს
06 ივლისი 2024 12:26
42
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ნაკრები ლელოს დადებაზე კი არა,მხოლოდ ჯარიმებით და არეკნებით ქულების მოპოვებაზე იყო,ორიენტირებული.აქამდე,ხელით და არეულ თამაშში თუ გვჯობნიდნენ ძალიან,ახლა მოლი და დერეფანიც დაუმატეს.არც ორთაბრძოლებში დაუთმიათ რაიმე და გამოვიდა,რომ შეტევაში,არავითარი არგუმენტი აღარ დაგვრჩა.სამწუხაროდ ძალიან ბევრი წუნი გვქონდა,თამაშის ალბათ ყველა ასპექტში და ყველაფრის მსაჯზე დაბრალება,ამ წუნის აღმოფხვრასვერაფრით დაეხმარება.
მორაგბეების დოპინგზე ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ და ყოველგვარი ახსნის გარეშე ბიჭები შემადგენლობაში არ დაასახელეს.გამოდის,რომ ამ ხმებს,საფუძველი აქვს და ეს თუ ასეა,განცხადების სახით,უნდა თქმულიყო კიდეც.გულშემატკივარი იმდენს კი იმსახურებს,რომ ინფორმირებულები ვიყოთ.სიმართლის თქმა სჯობია,ჭორების გავრცელებას.თუ სიმართლეა დაადასტურონ,ხოლო თუ სიცრუე,უარჰყონ.
ეს ზაფხულის ტესტების პირველი მატჩი იყო,მანამდე გაზაფხულზეც გვქონდა თამაშები და ვერ ვიტყვით,რომ ჩვენ ნაკრებში,რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალა,უკეთესობისაკენ.ახლა უძნელესი თამაშები გველის და ვნახოთ,კოკერილზე შუალედური დასკვნების გაკეთება,უკვე ამ ტესტების შემდეგ შეგვეძლება საკმარისი დამაჯერებლობით.ერთიცაა,თუ ჩვენი მორაგბეების დოპინგზე ჩავარდნა სინამდვილე აღმოჩნდება,გამოდის რომ კოკერილს შიდა დისციპლინაში დიდი პრობლემები შეჰქმნია.აქამდე ხომ ასეთი რამე,არასოდეს მომხდარა.ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს,ან არ გამიგია.კოკერილი არა მხოლოდ ნაკრების,არამედ შავი ლომის მწვრთნელიცაა და რაც იქ ხდება,ამაზე პასუხისმგებელიცაა.
ასეა თუ ისე,ნაკრებს ძალიან ბევრი პრობლემა გამოუჩნდა და იმედია შესძლებენ,დროულად გამოსწორებას.დავრჩეთ ოპტიმისტებად და დაველოდოთ.
სოსო
06 ივლისი 2024 12:24
2
ვატყობ, რაგბიც კალათბურთის გზას მიუყვება. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ რაგბში წლობით შექმნილი სისტემა მუშაობს და რაღაც დონეზე ვიქნებით (ანუ რაგბი ევროპის დომინანტის დონეზე), მაგრამ ელიტაში შესვლაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია
fani
06 ივლისი 2024 11:28
5
მსაჯმა მოგვიგო. არ არსებული ლელოები გამოიგონა. ფიჯელებს ჩვენს რაქებში გორაობის უფლება მისცა, რაც შეტევებს გიყოვნებდა!
Რაგბის ფანი
06 ივლისი 2024 10:50
12
ასეთი უღიმღამო თამაში ჩვენი ბიჭების შესრულებით დიდი ხანია, არ მინახავს. შერკინებაში უამრავჯერ დავჯარიმდით. მოლი აგვიგორეს და ვერ გავაჩერეთ, ჩვენი მოლი - პირიქით, ყველა ჯერზე ბურთის დაკარგვით სრულდებოდა. აუტები საერთოდ კატასტროფა. ბოლოს განზრახ აგდებდნენ ფიჯელები აუტში ბურთს, ალბათ ხვდებოდნენ, რომ მაინც თვითონ მოიგებდნენ. ამას დამატებული ძალიან ბევრი შეცდომა გადაწყვეტილებებში და ტექნიკური წუნი... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ახალგაზრდული ნაკრები ეთამაშებოდა ფიჯელების ძირითად გუნდს. არ ვიცი, ამ თამაშით რის ამბიცია უნდა გვქონდეს.

ამას დამატებული, ბილეთის ფასები ისე გაბერეს, რომ მოედანი არ შეივსო. კარების უკან 40 ლარს რომ დაადებ ბილეთს, სინდისიც კაი საქონელია...
Lasha
06 ივლისი 2024 09:42
1
ჰო მეტის თავი არ გაქვთ.ეგარი სულ
ნუგზარ
06 ივლისი 2024 09:34
3
მოკლედ რააა :დდდდ წლებია ეს ბიჭები ოძახიან წავაგეთ მარა გამოცდილება მოვიღეთობდა ამ გამოცდილების მიღებაში თქვეი მონამორჩილი გულშემატკივარიც დაგიბერდით ბიჭებო და როდის გვაკადრებთ გამოცდილების შედეგებს????ძაააალიან იმედგაცრუებული ვარ მეგობა ფიჯის შინ უფრო მომზადებულები დავხვდებოდით!სამწუხაროა მაგრამ რეგრესი გრძელდება...
აბგდ
06 ივლისი 2024 02:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული