"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

5 ივლისს, 20 საათზე, საქართველო ფიჯის ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" მასპინძლობს. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას (მე-12 ადგილზე – 74.04) გადაასწრებს.

"ბორჯღალოსნებმა" მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს, რის შემდეგაც კოკერილმა სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

2023 წლის 23 სექტემბრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება; ლუკა მატკავამ კი ფულბეკად გადაინაცვლა. ცენტრში გიორგი კვესელაძე დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე კი დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან.

ბურჯებად თამაშს გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური იწყებენ, ხოლო კვაჭი ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი შეწყვილდებიან, ფლანკერები ილია სპანდერაშვილი და ლუკა ივანიშვილი იქნებიან, შერკინების შემკვრელი კი კაპიტანი ბექა გორგაძეა. გორგაძე ფიჯისთან გუნდს მესამედ უკაპიტნებს.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 424-ს შეადგენს, საიდანაც თითქმის სამჯერ მეტი – 317, ხაზის მოთამაშეებზე მოდის, 8 მორკინალის კეპების ჯამი კი 107-ია.

კოკერილმა მარქაფაში 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე შეიყვანა. მათგან ერთი დებიუტანტია. კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი გახდება 303-ე მორაგბე, რომელსაც 35-წლიან ისტორიაში "ბორჯღალოსნების" კვართი მოურგია. მის გარდა მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი მამაიაშვილი და სანდრო ქუნთელია, მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამეხაზელები – ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, 9 ნომერი გელა აფრასიძე და ფრთა სანდრო თოდუა.

შეგახსენებთ, ფიჯისთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ზაფხულში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ – 13 ივლისს იაპონიას სენდეიში, საქართველოს დროით 14 საათზე ერკინებიან, 20-ში კი ავსტრალიას სიდნეიში, 09:45 საათზე ეთამაშებიან.

ჩვენ და ფიჯი

აქამდე ფიჯისთან 7-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან 4 ნეიტრალურ მიედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში. ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ "მიხეილ მესხზე" 24:19 იმარჯვა.

2016 და 2018 წლებში ფიჯის ორჯერ ვეწვიეთ. პირველ შემთხვევაში საქართველომ სრულფასოვანი რევანში აიღო, მეტოქეს ლელო არ გაატანინა და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხა. ორი წლის შემდეგ კუნძულელები სუვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და 37:15 გაიმარჯვეს.

მომდევნო ოთხი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა და მათგან ორი მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. 2019 წელს იაპონიაში კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით, 45:10 გაიმარჯვეს. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში (შოტლანდია) შევხვდით და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.

ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტ-მატჩს ესპანეთმა, არანხუესმა უმასპინძლა და ამჯერად გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მართალია, მეტოქეს ლელო ვერ გავუტანეთ, თუმცა გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – 15:15.

2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ (საფრანგეთი) უმასპინძლა. ლელო ვერც ამჯერად გავიტანეთ. მოვიგეთ პირველი ტაიმი და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობისთვის მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით – 12:17. თამაში იმდენად დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფიჯელ მორაგბეებს გამარჯვების აღსანიშნავად ენერგია აღარ შერჩათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მედია ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა.

მთლიანობაში, ფიჯი დავამარცხეთ მხოლოდ ერთხელ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ იმძლავრა. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" "ბორჯღალოსნები" ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19. იმედია, ბათუმი "ბორჯღალოსნებისთვის" ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ფიჯისთან 8-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გამარჯვებას ვიზეიმებთ.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატი

5 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 20:00

საქართველო – ფიჯი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

Rugby.ge

ზაზა
ვინ ჩავარდა დოპინგზე იცით?
ზაზას
კარი თუ მიუხურეს დიდი შეცდომაა, ახალგაზრდაა და აქვს მომატების პოტენციალი, მაგრამ 7 ნომერზე ლუკა ივანიშვილი დგას, რომელიც ობიექტურად ბევრად ძლიერი ფლანკერია.
ზაზა
ბევრჯერ დავაკომენტარე და იქნებ ვინმე იყოს ინფორმირებული, იაშაღაშვილმა რა დააშავა ასეთი, ნაკრების კარი რომ მოუხურეს. თავის პოზიციაზე უკეთესი გვყავს ვინმე?
გულ_შემატკივარი
დოპინგის სკანდალი უდიდესი ლაქა და სირცხვილია, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ისაა, რომ ამ ყველაფერზე რაგბის კავშირი დუმს. ფეისბუქზე დავუწერე, პატივი ეცით გულშემატკივარს და რამე განმარტება გააკეთეთქო და იმის მაგივრად, რომ მცირე განცხადება მაინც დაეპოსტათ, კომენტარი წამიშალეს… რაზეა საერთოდ საუბარი… პ.ს. ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ აკრძალული პრეპარატებთან არ გვაქვს საქმე, სხვისი შარდის ჩაბარებას ქონდა ადგილი, რაც სპორტში ყველაზე დიდი სასჯელით ისჯება. და ამ საქმეში 8 ადამინიანია გარეული…
Rezo
გასაგებია, რომ ამ დოპინგ-ამბების აფისირება არ გვაწყობს, მაგრამ.. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შავი ლომის წიაღში წარმოიშვა! ჯერ იყო ჭყოიძე, მერე ეტყობა მამუკაშვილი( თუ ვცდები, ბოდიშს ვუხდი). ახლა კაპუტაბზე ამბობენ! კიდევ ვინ ნეტავი? თითქოს სხვა მხრივ ბირთვი გამოძახებულია. ეს არ არის ხუმრობა! ისედაც ჩასაფრებულები არიან( დოპინგს არ ვამართლებ) და რა ზვალიც გადმოგვიგდეს, იმასაც წაგვარტმევენ! საგანგაშო სიტუაციაა! რა სჯობს, თავადვე " გავწიროთ" დამნაშავეები და გადავრჩეთ თუ გაძრომას შევეცადოთ? ვაი რომგაწირვა არ უშველჯს! გუნდის ხელმძღვანელობის გარეშე ასეთი ამბები არ ხდება!!!!! ვისაც ამ სიბინძურეში ხელი ურევია, ადგეს და ჩუმად გაა. ს!!!! ეს არის ჩვენთვის სულში ჩაფურთხება. არ მინდა ბუკაზე დავიჯერო. მირჩევნია ვიფიქრო, რომ არ იცოდა. პ.ს. რაც შეეხება პირველ ხაზს: გიგაშვილმა, გოგიჩაშვილმა, მელიქიძემ და აბრამიშვილმა პლეიოფები ითამაშეს და ალბათ ამიტომ ასვენებს. ჩილაცავას და ყაულაშვილს ნაკრებში აღარ ფამოუძახებენ , სამწუხაროდდ. გამოძახებულები გველა კარგი ბიჭია ძალიან. სწორედ პურველ ხაზში არგვექნება არანაირი პრობლემა. ისე კი ფიჯის ძალუან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მიუხედავად რადრანდას და ტუისოვას არ ყოფნისა. მთავარია რომ ბოტია აკლიათ!
echviani
ვშიშობ, ნელ-ნელა რაგბიც კალათბურთის გზას მიუყვება … ბევრ რამეს გამოაჩენს ეს თამაშები (ფიჯი, იაპონია, ავსტრალია). მე პირადად კარგს არაფერს ველი. წამყვან მოთამაშეთა დოპინგ-ტესტების ჩაგდება თვალსაჩინო მაგალითია ქართული გულარხეინობის და რაგბის კავშირში გამეფებული ნეპოტისტურ-უპასუხისმგებლო კლანის
გულის ტკივილი
ბუკა და კიდევ რამდენიმე მორაგბე დოპინგ ტესტის მანიპულაციებისთვის 4 წლით მოიკვეთა რაგბიდან. კავშირი დუმს. იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა…
დავითი
შოპინგზე ჩავარდა ხალხი
სოსო
ძალიან გამოუცდელები ჩანან ჩვენი მორკინალები.შესაძლოა მსოფლიოს თასისათვის შედარებით გამოუცდელი მორკინალების,მათთვის სრული პასუხისმგებლობით თამაშის ნახვა და გამოცდა აქვს მწვრთნელს განზრახული?ერთია,როცა ვიღაცა ლიდერის ზურგს ხარ ამოფარებული და სხვაა,როცა შენ ხარ წინა ხაზზე და ბრძოლის შედეგზე,სრულიად პასუხისმგებელი ხარ.ამ თამაშში შესაძლოა გაგვიჭირდეს კიდეც,მაგრამ გრძელვადიანი გაანგარიშებით,ეს შესაძლოა სრულიად გამართლებულიც იყოს.ახალი ლიდერებიც ბუნებრივად გამოჩნდებიან.ასეა თუ ისე,კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.ბათუმშიც და სამხრეთ აფრიკაში,საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებსაც.მათ ხომ კიდევ უფრო ძლიერი გამომცდელი ელით.
BOSS
არ შეიძლებოდა მატჩის 18 საათზე დაწყება?? ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს რატო უნდა დაამთხვიო არ მესმის
დათა
სად არის შარიქაძე, გიგაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე,
ვაჰმე
მერაბ შარიქაძე სად არის?ტრამვირებულია???
simartle
წავაგებთ დიდი ანგარიშით, აგერ ნახავთ. საინტერესოა რომელმა მოთამაშეებმა ჩააგეს დოპინგ ტესტი. დაიწერება იმედია რომ სათანადო ყურადღება მიექციოს ასეთ მაიმუნობას.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
სალაჰს სემენიო შეცვლის? "ლივერპული" "ბორნმუთის" შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?