10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, ამირან შვანგირაძე და ბექა გორგაძე ვერ დაეხმარნენ, გასვლაზე ესპანეთი 62:32 დაამარცხა.

მატჩი ღია და ლამაზი სანახავი გამოვიდა, ქართველმა მორაგბეებმა მნიშვნელოვნად გამოასწორეს დერეფანში თამაში, დომინირებდნენ, ლაღად უტევდნენ და პირველი ტაიმი 34:13 მოიგეს. 54-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი კვესელაძემ, ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მიუხედავად ამისა გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. თუმცა, სათქმელია, რომ რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს დაცვაში უკეთ გარჯა მართებთ.

10
ლელოდან 3 საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა. ესპანეთთან გატანილი 46-ე ლელოს შემდეგ აკაკი ტაბუცაძე მსოფლიოს მელელოვეთა ათეულში შევიდა, რითაც გადაასწრო ლეგენდარულ ბოდენ ბარეტს და გაუთანაბრდა ჯო როქოსოკოს, ქრისთიან ქალენსა და ჯულიან სავეას.

ერთი სიტყვით, „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიისა და ნიდერლანდების დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, ესპანეთს ბონუს ქულით მოუგეს და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე რუმინეთთან ითამაშებენ.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

მადრიდი. "ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე"
ესპანეთი - საქართველო 32:62

საქართველო

ხაზი:
15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება:
1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

10 ლელო: სპანდერაშვილი, ლობჟანიძე, ტაბუცაძე (2), კარკაძე, ჯაფარიძე, ნინიაშვილი (3), ქვათაძე

6 გარდასახვა: ნინიაშვილი (2), პაპუნაშვილი (4)

2 ყვითელი:
კვესელაძე, ბაბუნაშვილი

1 წითელი: კვესელაძე

altრაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნინიაშვილი გენიოსია!
0
ვითამაშეთ და მეტოქეც ვათამაშეთ- სხვანაირად ვერ შევაფასებ. ვითამაშეთ როგორც ცნობილმა "ბარბაროსებმა"-გამოვიყენეთ თითქმის ყველა შანსი და მეტოქესაც გულუხვად მივეცით შანსები. არ ღირს დღეს დაცვის თუ ზოგადი დისციპლინის კრიტიკა, თამაშის ხასიათი იყო ასეთი. შეტევაში უბრალოდ შეუდარებლები ვიყავით და ეს პოზიტივი შევირგოთ. ფინალში პორტუგალიასთან სულ სხვანაირად იქნება!
ალექს
17:48 16-02-2025
0

სიახლეები პოპულარული