მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი ხვალ "ლესთერ თაიგერსის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს გამართავს.

მამუკაშვილმა, რომელსაც 2 ოქტომბერს 30 წელი უსრულდება, "ლესთერ თაიგერსთან" კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფორმა, ბრიტანეთში კი აგვისტოში ჩავიდა და თვითიზოლაციის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

30 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, "ლესთერი" სტუმრად "ბრისტოლს" ეთამაშება და „შადრე“ სტუმართა მარქაფაშია. 20 მატჩის შემდეგ "ბრისტოლი" 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის, ხოლო "ლესთერი" 28 ქულით მე-11 ადგილზეა.

მამუკაშვილს ინგლისის პრემიერშიფში აქამდეც უთამაშია. 2014/15 წლების სეზონში ის "სეილ
შარქსის" ღირსებას იცავდა, საიდანაც პრო 14-ის შოტლანდიურ კლუბ "გლაზგო უორიორსში" გადავიდა, მერე კი ფრანგული "მონპელიეს", "ტულონისა" და "კარკასონის" შემადგენლობაში ითამაშა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები შალვას.ის თავს, არსად არ შეირცხვენს
სოსო
09:42 30-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული